Fitch-მა თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და ბანკის „BB“ რეიტინგი დაადასტურა. ასევე, დადასტურდა თიბისი ბანკის დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგი (VR) „bb“ დონეზე.
Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვან პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერ ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.
Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვის საკითხები განიხილა
13.11.2026.14:09
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიისა და IATA-ს შორის რეგიონული სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სტანდარტებზე, IATA-ს რეკომენდაციებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს საინფორმაციო და ციფრული მართვის სისტემების დანერგვისა და ეფექტიანი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობებზე.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, IATA-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც UAG აკადემიის განვითარებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის.
UAG აკადემიამ IATA-ს აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და ასოციაციის გლობალური სასწავლო ქსელის წევრი გახდა. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს სასწავლო კურსები დაიწყება. კურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.