Fitch Ratings-მა ბაზისბანკის რეიტინგი 'B+'-ზე, 'პოზიტიური' პერსპექტივით დაადასტურა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“-მა ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) 'B+'-ზე დაადასტურა, ”პოზიტიური” პერსპექტივით. მდგრადობის რეიტინგი (VR) ასევე „B+“-ზე დადასტურდა.
როგორც Fitch Ratings-ი განმარტავს, ბანკის აღნიშნული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ასახავს ბანკის სტაბილურ კაპიტალიზაციასა და მომგებიანობას, ასევე ბანკის ბალანსის დოლარიზაციას, რაც საქართველოში საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა.
Fitch Ratings-ის განმარტებით, “პოზიტიური” პერსპექტივა ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგზე განპირობებულია მათი მოლოდინით საქართველოში ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შენარჩუნდებაზე, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბანკის აქტივების ხარისხზე, დაფინანსებასა და ლიკვიდურობაზე, ამასთან ხელს შეუწყობს ბანკის უკვე ძლიერი კაპიტალიზაციისა და მომგებიანობის სტაბილურობას.
„ჩვენი ბანკი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს სტაბილური განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერების მიმართულებით. წინა წელი ბანკმა დაასრულა შთამბეჭდავი შედეგებით: ჩვენ შევინარჩუნეთ მომგებიანობის სტაბილური ზრდა და მივაღწიეთ სესხებისა და კაპიტალის სოლიდურ წლიურ ზრდას, 19%-ისა და 15%-ის ოდენობით. მაღალი მომგებიანობის, მყარი კაპიტალიზაციისა და მზარდი აქტივების ბაზის მეშვეობით, ჩვენ შევძელით ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციის გამყარება, რაც აისახა ბანკის რეიტინგშიც“, აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ბაზისბანკის შესახებ
ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 30-ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲘᲗ, ᲑᲐᲖᲘᲡᲑᲐᲜᲙᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗᲘ ᲬᲐᲛᲧᲕᲐᲜᲘ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘᲐ. ᲨᲕᲘᲚᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ, „ᲑᲑ ᲚᲘᲖᲘᲜᲒᲘᲡᲐ“ ᲓᲐ „ᲑᲑ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲘᲡ“ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ, ᲑᲐᲜᲙᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲪᲐᲚᲝ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲡ ᲡᲗᲐᲕᲐᲖᲝᲑᲡ ᲛᲐᲗᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲑᲐᲜᲙᲝ, ᲡᲐᲚᲘᲖᲘᲜᲒᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲡ. 1000-ᲛᲓᲔ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ 40 ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ, ᲑᲐᲜᲙᲘ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ 200 ᲐᲗᲐᲡᲖᲔ ᲛᲔᲢ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲡ ᲓᲐ ᲘᲗᲕᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲪᲜᲘᲞᲔᲑᲡ ᲛᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐᲨᲘ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐᲨᲘ.
ᲑᲐᲜᲙᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲣᲚᲘ ᲖᲠᲓᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲚᲘ ᲘᲧᲝ ᲛᲧᲐᲠᲘ ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲣᲓᲛᲘᲕᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ, ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲓᲐ ᲡᲐᲪᲐᲚᲝ ᲓᲐ ᲙᲝᲠᲞᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲖᲠᲓᲘᲗ, ᲠᲐᲛᲐᲪ ᲑᲐᲜᲙᲘ ᲓᲘᲜᲐᲛᲘᲣᲠᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲝᲤᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲤᲐᲖᲐᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲘᲧᲕᲐᲜᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲒᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.