მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

Fitio ჯანსაღი კვების სამართავად საჭირო სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს

news image
mbc image

Fitio ქართული ციფრული პლატფორმაა, რომელიც ჯანსაღი კვების მართვისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. პლატფორმის საქმიანობის, კონკურენტული უპირატესობებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Fitio-ს დამფუძნებელი გიორგი სირბილაძე და თანადამფუძნებელი ანანო სირბილაძე ესაუბრნენ.

როგორია Fitio-ს საქმიანობის სპეციფიკა, რა სერვისებს აერთიანებს პლატფორმა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

გიგი:

Fitio არის ქართული ციფრული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ჯანსაღი კვების მართვასა და ყოველდღიური ჩვევების კონტროლში ეხმარება. საქართველოს ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია ვოპერირებთ, თავდაპირველად ანდროის სისტემა ჩავუშვით, ბაზრის ვალიდაციის შემდეგ რამდენიმე თვეში IOS ვერსიაც ჩავუშვით.

პლატფორმა აერთიანებს დღიური კალორიებისა და მაკრონუტრიენტების აღრიცხვას, კვების დღიურს, ინდივიდუალური მიზნების განსაზღვრას, საკვების ფოტოდან და ტექსტური აღწერიდან კალორიების ამოცნობას, კვების გეგმებსა და რეცეპტებს, ასევე წყლის მიღებისა და წონის დინამიკის კონტროლს.

ანანო:

Fitio-ში ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტიც, რომელიც მომხმარებელს ეხმარება კვებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში და აპლიკაციის ფუნქციების უკეთ გამოყენებაში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს რამდენიმე განსხვავებული აპლიკაციის ნაცვლად ერთ სივრცეში ჰქონდეს ჯანსაღი კვების სამართავად საჭირო ძირითადი ინსტრუმენტები.

რით განსხვავდება Fitio ბაზარზე არსებული სხვა კვებისა და ფიტნეს აპლიკაციებისგან და რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ანანო:

გარდა იმისა, რომ Fitio ქართულ ბაზარზე პირველი აპლიკაციაა, რომელმაც მომხმარებლებს მსგავსი ფუნქციონალი შესთავაზა, მისი მთავარი უპირატესობა სიმარტივე, სისწრაფე და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალია.
ბაზარზე არსებული ბევრი საერთაშორისო აპლიკაცია ტექნიკურად არანაკლებად გამართულია, თუმცა ხშირად გადატვირთულია ფუნქციებით და რთული ინტერფეისით. Fitio ისეა შექმნილი, რომ მისი გამოყენება შეძლოს ადამიანმა, რომელსაც მსგავსი აპლიკაციების გამოცდილება საერთოდ არ აქვს.

ჩვენ არ ვცდილობთ მომხმარებელს ერთდროულად ათობით რთული გრაფიკი და სხვადასხვა ღილაკი ვაჩვენოთ. ძირითადი მოქმედებები - საკვების დამატება, კალორიების დათვლა და დღის შედეგის ნახვა - მაქსიმალურად სწრაფად და გასაგებად სრულდება.

გიგი:

ტექნიკური არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს ჩავაშენოთ სხვადასხვა თანამედროვე AI ფუნქცია, თუმცა პროდუქტის მთავარი პრინციპი უცვლელია: ტექნოლოგია უნდა ამარტივებდეს პროცესს და არა ართულებდეს მას.

როგორ აფასებთ საქართველოში ციფრული ჯანსაღი კვების პლატფორმების ბაზარს? რამდენად იზრდება მომხმარებლების ინტერესი მსგავსი სერვისების მიმართ?

ანანო:

საქართველოში ჯანსაღი კვების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში აშკარად გაზრდილია.

ქართველი მომხმარებელი უფრო და უფრო ხშირად ინტერესდება კალორიებით, მაკრონუტრიენტებით, საკვების შემადგენლობითა და საკუთარი კვებითი ჩვევების კონტროლით, თუმცა ციფრული ჯანსაღი კვების სერვისების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

გიგი:

ჩვენი მომხმარებლების ნაწილი გვიკავშირდება არა მხოლოდ კვებასთან დაკავშირებული კითხვებით, არამედ იმის გასარკვევადაც, როგორ განახორციელოს გადახდა. ხშირად ჩანს, რომ Fitio მათთვის პირველი ფასიანი აპლიკაცია, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ჯანსაღი კვების პროდუქტს არ ვქმნით - გარკვეული წვლილი შეგვაქვს მომხმარებლების ციფრული ჩვევებისა და გამოწერის (ე.წ. subscription) სერვისების კულტურის განვითარებაშიც.

ანანო:

ზოგჯერ მომხმარებლებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა იმის ახსნა, როგორ მუშაობს ავტომატურად განახლებადი გამოწერა და რატომ აქვს უწყვეტ ციფრულ მომსახურებას ყოველთვიური ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის ფასი ინდივიდუალურ კონსულტაციასთან შედარებით 10-20ჯერ ნაკლებია, გამოწერის სარგებლის სწორად მიწოდება მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენი გამოცდილებით, როდესაც მომხმარებელი ხედავს, რომ სერვისი ყოველდღიურად ზოგავს დროს და უმარტივებს კვების კონტროლს, ეს მოდელი მისთვის მისაღები ხდება.

ასევე ჯერ კიდევ გვიწევს კვებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ მითებთან ბრძოლა. ჯანსაღი კვება ხშირად მკაცრი დიეტის გამოყენებასთან ან მთელი დღე მხოლოდ ბორშის ჭამასთან ასოცირდება, მაშინ როდესაც რეალური შედეგი კვების საერთო ბალანსზე, რაოდენობაზე, თანმიმდევრულობაზე და მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. Fitio-ს ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ამ პროცესის მარტივად და პრაქტიკულად ახსნაა.

რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს Fitio-ს განვითარებაში? რა მიმართულებით გეგმავთ AI შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებას?

გიგი:

ხელოვნური ინტელექტი Fitio-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური საფუძველია. მისი გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია საკვებს ფოტო გადაუღოს ან ტექსტურად აღწეროს, რის შემდეგაც სისტემა კერძის, ინგრედიენტებისა და მიახლოებითი კვებითი ღირებულებას განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის ხელით შეყვანისთვის საჭირო დროს და ანაცვლებს მომხმარებლისთვის არასაჭირო კალკულაციებს და პროდუქტების სათითაოდ ძებნის პროცესს.

ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ თავად პროდუქტის განვითარების პროცესშიც - ის აჩქარებს კვლევას, პროგრამულ განვითარებას, მონაცემების დამუშავებასა და ახალი ფუნქციების ტესტირებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ AI არ იყოს მხოლოდ ეფექტური მარკეტინგული ტერმინი. მან მომხმარებელს კონკრეტული მოქმედება უნდა გაუმარტივოს, დაზოგოს დრო და ინფორმაცია უფრო გასაგები გახადოს.

როგორია Fitio-ს სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა ახალი ფუნქციების დამატებას, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ან პარტნიორული ქსელის გაფართოებას?

ანანო:

Fitio-ს განვითარების მთავარი პრინციპი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე რეაგირებაა. რეგულარულად ვაანალიზებთ მომხმარებლების უკუკავშირს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვწყვეტთ, რომელი მიმართულებების განვითარება და რომელი ფუნქციების გაუმჯობესებაა პრიორიტეტული.

გიგი:

რაც შეეხება კონკრეტულ ფუნქციებს, რომლებიც ამჟამად დაგეგმვის ან განვითარების პროცესშია, მათ წინასწარ არ ვასაჯაროებთ. განახლებების გამოშვებისთანავე ისინი ავტომატურად გახდება ხელმისაწვდომი Fitio-ს მომხმარებლებისთვის და სწორედ ისინი იქნებიან პირველები, ვინც ახალ შესაძლებლობებს გაეცნობიან.

ანანო:

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა შევინარჩუნოთ მთავარი ღირებულებები - სიმარტივე, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა. ეს ქნება ჩვენი სამომავლო სტრატეგიაც.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

30.07.2026.12:32

სილქნეტის სპეციალური საზაფხულო აქცია რჩეულ ინტერნეტ და მიქს პაკეტებზე გავრცელდება. მომხმარებლები გაიაქტიურებენ როგორც ცალკეულ ინტერნეტ პაკეტებს, ისე მიქს პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს ინტერნეტ მოცულობას, სასაუბრო წუთებსა და SMS - ებს.

ინტერნეტ პაკეტები:

• 10 000 MB - 15 ₾
• 40 000 MB - 20 ₾
• 80 000 MB - 25 ₾

მიქს პაკეტები:

• 100 წუთი + 1 000 MB + ულიმიტო SMS - 10 ₾
• 200 წუთი + 3 000 MB + ულიმიტო SMS - 15 ₾
• 300 წუთი + 5 000 MB + ულიმიტო SMS - 20 ₾
• 500 წუთი + 7 000 MB + ულიმიტო SMS - 25 ₾
• ულიმიტო წუთები + 10 000 MB + ულიმიტო SMS - 30 ₾
• ულიმიტო წუთები + 20 000 MB + ულიმიტო SMS - 35 ₾

პაკეტების შეძენა შესაძლებელია კოდით *033# ან აპლიკაციაში MySilknet

ჩაერთე სილქნეტის საზაფხულო აქციაში და გაიაქტიურე რჩეული მობილური პაკეტები საუკეთესო პირობით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა