Fitme - აპლიკაცია პერსონალური ვარჯიშისა და პროგრესისთვის
Fitme მომხმარებელს საკუთარ მიზანზე მორგებული ვარჯიშის დაგეგმვაში ეხმარება. აპლიკაცია აერთიანებს სავარჯიშო პროგრამებს, ვიდეოინსტრუქციებსა და შესრულების აღრიცხვას, ხოლო კვებისა და პროგრესის ფუნქციები ყოველდღიური რეჟიმის ორგანიზებას ამარტივებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ბესიკ ექსეულიძეს ესაუბრა.
მოგვიყევით Fitme-ის შესახებ - რა იდეას ეფუძნება და რა საჭიროების გადაჭრას ემსახურება პლატფორმა?
Fitme შეიქმნა იდეით, რომ ადამიანისთვის ვარჯიშის დაწყება და რეგულარულ ჩვევად ქცევა უფრო მარტივი ყოფილიყო. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს გასაგები გეგმა: იცოდეს, როგორ გაანაწილოს ვარჯიში კვირის განმავლობაში, რომელი სავარჯიშო შეასრულოს და როგორ დააკვირდეს საკუთარ პროგრესს.
აპლიკაცია ითვალისწინებს მომხმარებლის მიზანს, გამოცდილებას, განრიგს, სავარჯიშო გარემოსა და ხელმისაწვდომ აღჭურვილობას. ამის მიხედვით შესაძლებელია როგორც სახლში, ისე დარბაზში ვარჯიშის დაგეგმვა. სავარჯიშოებს ახლავს ვიდეოინსტრუქციები, ხოლო შესრულებული სეტების, გამეორებებისა და დატვირთვის აღრიცხვა მომხმარებელს საკუთარი შედეგის უკეთ დანახვაში ეხმარება.
დღეს რამდენ სპორტულ ობიექტთან თანამშრომლობთ და რა მიმართულებებს აერთიანებთ?
სპორტულ ობიექტებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. მალე მომხმარებლებს Fitme-ის აპლიკაციიდან სპორტული ობიექტების აბონემენტების შეძენაც შეეძლებათ. ეს მათ საშუალებას მისცემს, ვარჯიშის დაგეგმვა და შესაბამის სივრცეზე წვდომა ერთი აპლიკაციიდან მართონ.
პლატფორმის კატალოგში წარმოდგენილია ფიტნესდარბაზები, საცურაო აუზები, იოგის სივრცეები, კროსფიტი, კრივი, ჩოგბურთი, პადელი და სხვა აქტივობები. ამ ეტაპზე Fitme-ის მთავარი შეთავაზებაა აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ვარჯიშები და მომხმარებლის მიზანზე მორგებული პროგრამები.
ვინ არის Fitme-ის ძირითადი მომხმარებელი და რას სთავაზობს მას აპლიკაცია?
Fitme განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, რომლებსაც ვარჯიშის დასაწყებად მიმართულება სჭირდებათ, ისე გამოცდილ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უფრო ორგანიზებული პროგრამა და პროგრესის აღრიცხვა სურთ. მიზანი შეიძლება იყოს წონის მართვა, კუნთოვანი მასის მომატება, ძალისა და გამძლეობის განვითარება ან ზოგადი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება.
აპლიკაცია განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც ვარჯიშის საკუთარ განრიგთან შეთავსება სურს. მომხმარებლისთვის ღირებულებას ქმნის კონკრეტული დღის გეგმა, სავარჯიშოს ვიზუალური ახსნა და შესრულების აღრიცხვის შესაძლებლობა. Fitme-ს აქვს უფასო და ფასიანი ვერსიები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აპლიკაცია საკუთარი საჭიროების მიხედვით გამოიყენოს.
რა განასხვავებს Fitme-ს ბაზარზე არსებული მსგავსი პლატფორმებისა და სერვისებისგან?
Fitme-ის გამორჩეული მხარეა პერსონალური ვარჯიშის რამდენიმე ეტაპის ერთ გამოცდილებად გაერთიანება. მომხმარებელი ადგენს მიზანს, იღებს შესაბამის გეგმას, მიჰყვება ვიდეოინსტრუქციებს და აღრიცხავს შესრულებულ ვარჯიშს. პროგრამის არჩევისას გათვალისწინებულია მისი გამოცდილება და პირობები - სად ვარჯიშობს, რა აღჭურვილობა აქვს და რამდენ დროს უთმობს აქტივობას.
ამ გამოცდილებას ავსებს ტრენერის მიერ შედგენილი პროგრამები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც ვარჯიშთან, კვებასა და პროგრესთან დაკავშირებულ კითხვებზე ეხმარება მომხმარებელს. ქართულენოვანი გარემო, სავარჯიშოების ახსნა და კვების აღრიცხვა აპლიკაციას ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელს ხდის.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ახალი ფუნქციებისა და პარტნიორი ობიექტების დამატება?
ახლო პერიოდის მთავარი სიახლე იქნება სპორტული ობიექტების აბონემენტების შეძენა Fitme-ის აპლიკაციიდან. პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამ შესაძლებლობის დამატებით მომხმარებელი შეძლებს, აპლიკაციაში დაგეგმილ ვარჯიშს მისთვის შესაფერისი სპორტული სივრცეც შეურჩიოს.
Fitme-ის განვითარების საფუძვლად რჩება პერსონალური ვარჯიში. ჩვენი მიზანია, აპლიკაცია მომხმარებელს დაეხმაროს როგორც პირველი სავარჯიშო ნაბიჯების გადადგმაში, ისე რეგულარული რეჟიმის შენარჩუნებასა და საკუთარი პროგრესის დანახვაში.
Fitme აპლიკაცია: https://fitme.ge/dl



სხვა სიახლეები
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
12.10.2026.12:23
PSP-მ, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, ექსკლუზიური პარტნიორის - იტალიური სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი PIC Solution-ისგან ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ჯილდო PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის გადაეცა, ამასთან აღიარება - ბრენდის ელჩად.
15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.
შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.
„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.
PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.