მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

FMCG ბაზრის ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

„2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).

ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.

დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.

ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა

06.10.2026.11:46

საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ Awards 2026-ზე ორ საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვდა. ბანკმა მიიღო ჯილდოები საუკეთესო გუნდისთვის მონაცემთა ან AI მიმართულებებით (Best Data or AI Team (International) და მონაცემთა ან AI მიმართულებებით მნიშვნელოვანი მიღწევისთვის (Breakthrough with Data or AI – (International).

პირველ შემთხვევაში, DataIQ-მ საქართველოს ბანკის 70-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მუშაობა შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ჩართულობით, ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 150 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი 600-მდე AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება.

მეორე ჯილდო — Breakthrough with Data or AI – International — საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ Data Science Agent Factory -ს გადაეცა. ეს მრავალაგენტიანი სისტემაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვის, კვლევის, მოდელირების, ვალიდაციისა და დეველოპმენტის პროცესების ნაწილს ავტომატიზებას უწევს.
Data Science Agent Factory-ში 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტი და მიკროაგენტი მუშაობს. სისტემა შექმნილია იმ პრინციპით, რომ აგენტები ასრულებენ სამუშაოს, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თანამშრომლები იღებენ.

„ჩვენთვის ეს ორი ჯილდო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი ერთი და იმავე ცვლილების ორ მხარეს აჩვენებს — როგორ შეიცვალა თავად გუნდის მუშაობის მოდელი და როგორ შეიძლება ამ ცვლილებამ მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. Agent Factory-ის შემთხვევაში ადამიანების როლი არ გამქრალა — პირიქით, ადამიანური გადაწყვეტილება იმ ეტაპებზე გადავიტანეთ, სადაც გამოცდილება და განსჯა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო რუტინული და შრომატევადი სამუშაოების დიდი ნაწილი აგენტებს გადავეცით. შედეგად, გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, სწრაფად დატესტოს ახალი იდეები და რეალურ ბიზნესპრობლემებზე იმუშაოს. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს. აღნიშნული ჯილდოები მათ მიერ გაწეული ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა