მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Forbes-ის რეიტინგით, მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბთა შორისაა

news image
mbc image

Forbes-ის რეიტინგში, Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბ ადამიანებს შორისაა. 

სწორედ მოჰამედ ალაბარის მიერ  დაფუძნებულმა კომპანიამ Emaar Properties-მ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა ააშენა. მან კომპანია 1997 წელს დააფუძნა, ხოლო 2000 წელს დუბაის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების საჯარო განთავსება განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მან 2020 წელს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მისი მთავარი სიმდიდრის წყარო რჩება Americana Restaurants-ში მისი 33%-იანი წილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცნობილი სწრაფი კვების ფრენჩაიზების მფლობელია.

ალაბარის ბიზნეს ინტერესები აქ არ სრულდება. 2014 წელს მან აბუ-დაბიში დააარსა კომპანია Eagle Hills, რომელიც უკვე სამ კონტინენტზე, ათ ქვეყანაში ახორციელებს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას.

გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს მნიშვნელოვან წილებს ელექტრონულ ვაჭრობის პლატფორმა Noon.com-ში და დუბაიში დაფუძნებულ ციფრულ ბანკში Zand Bank-ში.

ალაბარის საქმიანობა მრავალფეროვან ინდუსტრიებს აერთიანებს, რაც მას გლობალურ ბიზნეს არენაზე  დივერსიფიცირებულ და გავლენიან ინვესტორად აქცევს.

ცნობისთვის, 2025 წლის Forbes-ის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 3,000-ს სიაში მოხვდა 3,028 ადამიანი, რაც 247-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გაიზარდა არა მხოლოდ მილიარდერების რაოდენობა, არამედ მათი საერთო ქონებაც, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია — ჯამში 16.1 ტრილიონი დოლარი, რაც თითქმის 2 ტრილიონით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

მილიარდელების რაოდენობის მიხედვით აშშ ლიდერობს 902 მილიარდერი, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით) და ინდოეთი (205). რეიტინგის შედგენისას Forbes-მა იხელმძღვანელა 2025 წლის 7 მარტის საფონდო ფასებითა და ვალუტის კურსებით.

MENA რეგიონის რვა ქვეყანაში საერთო ჯამში ცხოვრობს 38 არაბი მილიარდერი, რომელთა ქონება შეადგენს 128.4 მილიარდ აშშ დოლარს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როცა სიაში მხოლოდ 20 არაბი მილიარდერი იყო საერთო 53.7 მილიარდი დოლარით.

საუდის არაბეთმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ წელს Forbes-ის გლობალურ მილიარდერთა სიაში დაბრუნება შეძლო | სიაში მოხვდა 15 საუდელი მილიარდერი, რომელთაგან 14 ახალია. მათი სიმდიდრე ძირითადად იმ კომპანიებში წილზე მოდის, რომლებიც საუდის ბირჟაზეა ჩამოთვლილი. IPO-ების ზრდამ COVID-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ქონება.

პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალ საუდი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი არაბია.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს Forbes-ის 39-ე ყოველწლიური მსოფლიო მილიარდერთა ნაწილს, სადაც არაბთა სია მოიცავს არაბული წარმოშობის მილიარდერებს, რომლებიც ცხოვრობენ არაბულენოვან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა