მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Ford (F)-ის აქციების ფასი 5.8%-ით გაიზარდა

news image
mbc image

Ford (F)-ის აქციების ფასი ერთ დღეში 5.8%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი თვით გადადო ტარიფების დაწესება იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმების წესს აკმაყოფილებენ.


ეს ამბავი იმ კომპანიებს ახარებს, რომლებიც სავაჭრო ომში აღმოჩნდნენ, რადგან ტარიფები მასალებისა და ნაწილების ხარჯებს ზრდის. მართალია, ეს გადავადება პრობლემას არ აგვარებს, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიებს მოსამზადებლად მეტ დროს აძლევს.


Ford (F)-ის აქციები ძლიერი ვოლატილობით არ ხასიათდება – გასულ წელს კომპანიამ 5%-ზე მეტი ცვლილება მხოლოდ ექვსჯერ დააფიქსირა. ამჟამინდელი ზრდა აჩვენებს, რომ ბაზარი ამ ამბავს მნიშვნელოვანად მიიჩნევს, თუმცა კომპანიის მიმართ განწყობას ფუნდამენტურად ვერ ცვლის.


უკანასკნელად შესამჩნევი ცვლილება 27 დღის წინ მოხდა, როცა Ford (F)-ის აქციების ფასი 6.8%-ით დაეცა (მეოთხე კვარტლის არც თუ ისე სახარბიელო შედეგების გამოცხადების შემდეგ). მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები მოლოდინებს აჭარბებდა, კომპანიის 2025 წლის პროგნოზი გაურკვეველი რჩებოდა და ბაზრის გამოწვევებზე მიუთითებდა. საერთო ჯამში, კვარტლის შედეგები არაერთგვაროვანი და შედარებით სუსტი იყო.


Ford (F)-ის აქციებმა წლის დასაწყისიდან დღემდე 0.1%-ით იკლო. ამჟამად თითო აქციის ფასი 33.7%-ით ნაკლებია მის 52-კვირიან მაქსიმუმთან შედარებით, რომელიც 2024 წლის ივლისში $14.55-ს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Ford (F)-ის აქციების ფასი გუშინ, დღის ბოლოს მარკეტზე $9.65 იყო, რითაც მან გასული შედეგისთვის 5.8%-ით გადაჭარბება შეძლო.


Ford (F)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა