მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ფორმაციას“ ახალი კურსები დაემატება - მეტი შესაძლებლობა ცოდნისა და პიროვნული განვითარებისთვის

news image
mbc image

„ფორმაცია“ საგანმანათლებლო სივრცეს აფართოებს და მსურველებს ახალ კურსებს სთავაზობს.

ფორმაცია განაგრძობს განვითარებას და თავის საგანმანათლებლო მიმართულებებს ახალ პროგრამებს ამატებს. მიზანი უცვლელია - შექმნას გარემო, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ უნარები და ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დააკავშირონ.

ახალ კურსებს შორისაა ლიტერატურული კლუბი თამარ ცქიტიშვილთან ერთად და მენტალური არითმეტიკა ინგა ნოდიასთან ერთად. თითოეული მიმართულება განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მონაწილეებს და მათ ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ პიროვნული შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.

ლიტერატურული კლუბი - მოგზაურობა წიგნების სამყაროში

თამარ ცქიტიშვილთან ერთად შექმნილი ლიტერატურული კლუბი ბავშვებს წიგნების სამყაროს ახლებურად გაცნობას სთავაზობს. შეხვედრები მათ დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ წაკითხული ნაწარმოებები, გამოხატონ საკუთარი აზრი, გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ლიტერატურის მიმართ ინტერესი განივითარონ.

კლუბის მიზანია, კითხვა ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ აღმოჩენების, მსჯელობისა და თვითგამოხატვის საინტერესო პროცესად აქციოს.

ახალი მიმართულებების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. ფორმაცია ეტაპობრივად დაამატებს ახალ კურსებსა და პროგრამებს, რათა მონაწილეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზოს ცოდნის მისაღებად, უნარების გასავითარებლად და ახალი ინტერესების აღმოსაჩენად.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა