ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ,,აია“ მიიღო
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ,,აია“ მიიღო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ბორნის ეკიპაჟი სრულად დაკომპლექტებულია ქართველი მეზღვაურებით და რეგულარულ რეისებს ასრულებს ფოთისა და კონსტანცას პორტებს შორის.
„გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ პირველ ბორანს ფოთში. ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების ძალისხმევას, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან ფოთის გავლით. გვჯერა, რომ ამ ახალ საბორნე სერვისს აქვს დიდი პოტენციალი შექმნას ახალი შესაძლებლობები ქართული ლოგისტიკისა და საზღვაო ინდუსტრიისთვის“, - მიმართა ეკიპაჟს ეიპიემ ტერმინალს ფოთის კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.
ბორანი,,აია“ შექმნილია სარკინიგზო ვაგონებისა და სატვირთო მანქანების გადასაზიდად და შეუძლია 60-მდე დიდი სატვირთო მანქანის გადაყვანა. ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line-მა აღნიშნული ბორანი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.