მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში წამყვანი ფირმა ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, რომლის გლობალური ქსელი 2024 წელს თავისი არსებობის 175 წელს აღნიშნავს. PwC წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია.

 

PwC საქართველოში კლიენტებს ემსახურება 1996 წლიდან, 2005 წელს კი თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა, სადაც 120-ზე მეტი ქართველი პროფესიონალია დასაქმებული. 

 

ძირითადი მიმართულებების აუდიტისა და საგადასახადო მომსახურებების გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში PwC საქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა PwC ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

 

PwC საქართველოს პროფესიონალთა უმრავლესობა სწავლებას გადის ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციაში (ACCA), ამ კვალიფიკაციის მქონე წევრები ხელს უწყობენ საქართველოში ბიზნესების  განვითარებას.

 

PwC საქართველო, აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბაზარზე.

 

„მივესალმებით PwC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ფირმის წარმატებული არსებობა რეგიონში და მისი საქარათველოს ბაზარზე დაწინაურებული მდგომარეობა განაპირობა სწორმა ბიზნეს ხედვამ და რეგიონისადმი ერთგულებამ. 18 წლის განმავლობაში, PwC-იმ მნიშვნელოვანიწვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას. დარწმუნებული ვართ, რომ PwC კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ერთიანი ხედვით შევძლებთ ბიზნესის საუკეთესო ინტერესების ადვოკატირებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა