Fredo Handmade - მა მომხმარებლებს ახალი კოლექცია შესთავაზა
Fredo Handmade ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების
მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს სოფი უზნაძეს ესაუბრა.
„ამ ეტაპზე Fredo-სთვის ძალიან აქტიური და საინტერესო პერიოდია - გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებიც ჩვენი კომპანიის განვითარებას და მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაფართოებას ემსახურება.
პირველი და ყველაზე ხილვადი სიახლე არის ახალი კოლექცია – განახლებული დიზაინებითა და თემებით. აქცენტი გვაქვს ხელნაკეთობაზე, ინდივიდუალურობაზე და პრაქტიკულობაზე. კოლექციაში შედის ხელით მოხატული ხის ჩანთები და სასაჩუქრე ხის ნივთები, რომლებიც გათვლილია, როგორც ყოველდღიურ მოხმარებაზე, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებზე და კორპორატიულ საჩუქრებზე. თითოეული ნივთი მზადდება მცირე რაოდენობით, რაც დამატებით უნიკალურობას ანიჭებს ჩვენს პროდუქტს.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის UV პრინტერის დამატება სახელოსნოში. ეს ტექნიკა გვაძლევს საშუალებას, ხეზე, ორგმინაზე და სხვა ზედაპირებზე გადავიტანოთ მაღალი ხარისხის სურათები, ლოგოები და წარწერები. შესაბამისად, ახლა უკვე შეგვიძლია უფრო სწრაფად და ზუსტად მოვამზადოთ ბრენდირებული პროდუქცია კომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, საწარმოებისთვის, მათ შორის მცირე პარტიებიც. UV პრინტერი ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ხელით დახატულ სტილთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიაც დავამატოთ და მივიღოთ გამძლე, ხარისხიანი და ვიზუალურად ეფექტური შედეგი.
მესამე და ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ემოციური სიახლეა ხის ფოტო ალბომების მიმართულება. ეს არის ხელნაკეთი ხის ალბომი, სადაც ფოტო არ არის უბრალოდ ფურცელზე ბეჭდილი – მთლიანად კონცეფციაა ნაჩუქარი მოგონებების შესახებ. ალბომს აქვს პერსონალიზაციის შესაძლებლობა: შესაძლებელია ყდაზე სახელის, თარიღის, მილოცვის ან კორპორატიული ლოგოს დატანა, ასევე ბოლო გვერდზე სპეციალური პირადი ტექსტის ან მიუთითებელი ბარათის ჩაშენება. ამ ალბომებს ხშირად ირჩევენ, როგორც ოჯახურ საჩუქარს (ქორწილი, ნათლობა, იუბილე), ასევე კომპანიები, როგორც პრემიუმ კლასის საჩუქარს თანამშრომლებისთვის ან პარტნიორებისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, Fredo ახლა იმ ეტაპზეა, სადაც ხელნაკეთი, ძალიან თბილი ემოცია და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდებიან და სწორედ ამ შეხვედრიდან იბადება ჩვენი ახალი პროდუქტები და სიახლეები “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.