“ფრილანსერები და ბიზნესი“- თიბისი ბიზნესის ინიციატივით, თბილისში „ხუთშაბათის შეხვედრა“ გაიმართება
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ,ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემატიკას დაეთმობა.
„ფრილანსერობა” თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი როლი ბიზნესგარემოშისულ უფრო იზრდება. “ხუთშაბათის შეხვედრაზე” სპიკერები განიხილავენ, როგორ თანამშრომლობენ“ფრილანსერები” სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდებიან ისინი და როგორ შეუძლიათ კომპანიებს “ფრილანსერების” პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. სტუმრებიგაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ შეიძლებაწარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შექმნა.
“ხუთშაბათის შეხვედრის” სპიკერები იქნებიან:
“ხუთშაბათის შეხვედრაზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა:სარეგისტრაციო ბმული
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.