„ფრუტერა“ 2026 წელს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
„ფრუტერა“ არის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალურ ხილის პროდუქტებს და ძირითადად ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე, კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. Business Insider Georgia- კომპანიის თანადამფუძნებელს, დავით გელუტაშვილს, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„2025 წელი გარკვეული სირთულეებით გამოირჩეოდა. მოსავლიანობის შემცირებამ შიდა ქართლში ნედლეულის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზოგიერთ ნედლეულზე ფასმა 5-ჯერ მოიმატა, რაც აისახა თვითღირებულებასა და პროდუქციის საბოლოო ფასზე. ამის გამო შევამცირეთ წარმოებაც, რადგან გაზრდილი ფასის პირობებში, თუნდაც შარშანდელი რაოდენობის რეალიზაცია, გართულდებოდა.
მოთხოვნიდან გამომდინარე ვცდილობთ ასორტიმენტის გაფართოებას. დავამატეთ სხვადასხვა სახის ჩირები და წვენები, დავიწყეთ პომიდვრის ჩირის წარმოება ზეითუნის ზეთში, ასევე პომიდვრის პესტოს წარმოება. მიუხედავად წარმოების მოცულობის შემცირებისა, ასორტიმენტის გაფართოების შედეგად, პროდუქციის რეალიზაცია სრულად ხდება.
ვფიქრობთ, მომავალი წელი უფრო მოსავლიანი იქნება და წარმოებაც გაიაფდება. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას: ვაპირებთ სხვადასხვა სახის მცენარეული ჩაის გამოშვებას, მათ შორის კრაზანას და სხვა მრავალ განსხვავებულ სახეობას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.