„ფრუტერამ” პროდუქციის გაყიდვის არხები გააფართოვა
„ფრუტერამ“ პროდუქციის გაყიდვის არხები გააფართოვა - ბრენდის 8 სახეობის პროდუქტის შეძენა უკვე „ფრესკოს“ ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ფრუტერას“ დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა.

ამ ეტაპზე ასორტიმენტში წარმოდგენილია:
• პომიდვრის ჩირი პრემიუმ ხარისხის ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთში;
• პომიდვრის ჩირი სვანური მარილით;
• ნატურალური ვაშლის ძმარი;
• ტკბილი ვაშლის ჩირი;
• ნახევრადტკბილი ვაშლის ჩირი;
• ნახევრადმჟავე, გათლილი ვაშლის ჩირი;
• ხურმის ჩირი;
• გარგარის ჩირი.
„ოქტომბრიდან „ფრუტერას“ ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და მომხმარებლებს ახალი პროდუქტების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ „ფრუტერას“ ყველა პროდუქტი კონსერვანტების, ემულგატორების, არომატიზატორების, დამატებული ფერებისა და დამატებული შაქრის გარეშე მზადდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.