მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფსიქოთერაპიული სივრცის 2025 წლის შეჯამება - განვითარების და ახალი შესაძლებლობების წელი

news image
mbc image

ფსიქოთერაპიული სივრცის შესახებ

ფსიქოთერაპიული სივრცე არის თერაპიული პლატფორმა, რომელიც ადამიანებს სთავაზობს უსაფრთხო და სანდო გარემოს ემოციების გამოხატვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მისაღებად. სივრცის მისიაა ხელი შეუწყოს პიროვნულ ზრდასა და ემოციურ კეთილდღეობას, ხოლო მისი ხედვა ეფუძნება რწმენას, რომ ფსიქოთერაპიული პროცესის ცენტრში ყოველთვის ადამიანი უნდა იდგეს.

სივრცე მუშაობს ინდივიდუალურ, წყვილურ და ჯგუფურ ფორმატებში და ეყრდნობა გეშტალტის მიდგომასა და არტ-თერაპიის ელემენტებს, რაც მის სერვისებს უფრო ღრმა, ადამიანზე გათვლილ და პრაქტიკულ ხასიათს ანიჭებს.

ფსიქოთერაპიული სივრცის ისტორია

ფსიქოთერაპიული სივრცე 2022 წელს დაარსდა ნინო კერესელიძის მიერ, თუმცა მისი პროფესიული გზა ბევრად ადრე — 13 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო.

2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნინოსთვის. ხორვატიაში, ევროპის გეშტალთ თერაპევტთა ასოციაციის საერთო კრებაზე, ის აირჩიეს კონფერენციების კომიტეტის წევრად. ეს აღიარება არა მხოლოდ პროფესიული მიღწევა იყო, არამედ მტკიცებულება იმისა, რომ ფსიქოთერაპიული სივრცის ღირებულებები — ეთიკა, პასუხისმგებლობა და ადამიანის მხარდაჭერა — საერთაშორისოდაც არის დაფასებული.

გარდა ამისა, ნინო არის EAGT აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოტერაპევტი და საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის – ადამიანის უფლებების და სოციალური პასუხისმგებლობების კომიტეტის თავმჯდომარე.

პრაქტიკული მუშაობის გარდამ ნინო აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, როგორც მოწვეული ლექტორი სულხან-საბა ორბელიანისა და ალტე უნივერსიტეტებში.

რებრენდინგი და ახალი პროდუქტი

2025 წელი ფსიქოთერაპიული სივრცისთვის იყო გარდამტეხი. განხორციელდა სრული რებრენდინგი, რომლითაც ბრენდის ვიზუალური იდენტობა განახლდა და შესაბამისობაში მოვიდა მის ღირებულებებთან. 

ახალი ლოგო, რომელიც ხელით არის შექმნილი, ასახავს სივრცის მთავარი იდეას — ადამიანს, როგორც სამყაროს ცენტრს. ამ გზით განხორციელებული ცვლილება იყო არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ კონცეპტუალური შეხედულება ბრენდისადმი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია ინდივიდს, მის გამოცდილებასა და შინაგან პროცესს.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოთერაპიული სივრცისთვის. რებრენდინგისა და საერთაშორისო აღიარების პარალელურად, ამ წელსვე გამოვიდა ფსიქოთერაპიული სივრცის პროდუქტი Arothera Space Box - საქართველოში პირველი, ხელნაკეთი ინდივიდუალური თვითრეფლექსიის ნაკრები, რომელიც მის მასპინძელს ეხმარება აღქმის ხუთივე ორგანოს აქტივაციასა და თერაპიული გამოცდილების პირად სივრცეში გაგრძელებაში. 

2026 წელს ფსიქოთერაპიული სივრცე აპირებს სერვისების გაფართოებასა და ახალი ინიციატივების დანერგვას, რათა ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა უფრო ხელმისაწვდომი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული გახდეს.

www.therapyspace.ge
Facebook
Instagram

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა