Full Card - კრედო ბანკის განახლებული საკრედიტო ბარათი მეტი მოქნილობითა და კომფორტით
კრედო ბანკმა მომხმარებლებს განახლებული საკრედიტო ბარათი - Full Card წარუდგინა. ბანკის ინფორმაციით, ახალი კონცეფცია მხოლოდ სახელწოდების ცვლილებას არ გულისხმობს და მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, მარტივი და თანამედროვე ფინანსური გამოცდილების შეთავაზებას.
Full Card აერთიანებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური საჭიროებების მართვაში ეხმარება. ბანკში აღნიშნავენ, რომ პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისაც მოულოდნელი ხარჯების დროს სწრაფი და ხელმისაწვდომი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 10 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით - ყოველდღიური ხარჯებისთვის, შოპინგისთვის, ტექნიკის შესაძენად, კომუნალური გადასახადების დასაფარად თუ სხვა საჭიროებებისთვის.
Full Card-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა 55 დღიანი უპროცენტო პერიოდია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს თანხა და 55 დღემდე ვადაში დააბრუნოს ის დამატებითი საკომისიოს გარეშე.
კრედო ბანკის განმარტებით, განახლებული ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად მართონ საკუთარი ფინანსები, შეინარჩუნონ მოქნილობა ხარჯების დაგეგმვისას და საჭირო მხარდაჭერა სწორედ იმ დროს მიიღონ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სხვა სიახლეები
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
12.08.2026.17:39
ლიბერთის მხარდაჭერით „იბერია 1999"-მა UEFA Europa League-ის III საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი წარმატებით დაასრულა და Conference League-ზე ადგილი უკვე გაინაღდა.
11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ" ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999" UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.
„იბერიას" წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.
კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა - „იბერია 1999"-ის მიზანია ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს მისცეს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა.
ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას" ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.
ლიბერთი ბანკის შესახებ :
2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი, ბაზისბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.