FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
ფორსაით ჯგუფმა მომხმარებლებს ახალი ციფრული პლატფორმა - FX Hub by Foresight წარუდგინა, რომელიც ვალუტის გაცვლის პროცესს უფრო მარტივს, სწრაფსა და მომგებიანს ხდის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
ციფრული ფინანსური სერვისების განვითარების პარალელურად, მომხმარებლების მოთხოვნა სწრაფ, გამჭვირვალე და კომფორტულ სერვისებზე ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა FX Hub - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფორსაითის გამოცდილებას ფინანსურ სექტორში.
FX Hub მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ვალუტა ონლაინ მომგებიანი კურსით გადაცვალონ. სასურველი ვალუტის შეძენა (GEL, USD, EUR, RUB) FX Hub-ის პლატფორმაზე სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. კონვერტაციის მარტივი ფორმის შევსების შემდგომ, მომხმარებელს აქვს საშუალება თანხა, როგორც ღია ბანკინგის საშუალებით, ისე მანუალურად გადმორიცხოს. გადმორიცხვიდან 15 წუთის ვადაში მომხმარებელი სასურველ ვალუტას საკუთარ ბანკის ანგარიშზე მიიღებს. აღნიშნული სერვისის მიღება თიბისი ბანკა და საქართველოს ბანკშია შესაძლებელი.
პლატფორმის შექმნის მთავარი იდეა იყო მომხმარებლისთვის ისეთი გამოცდილების შეთავაზება, სადაც ვალუტის მომგებიანი კურსით გაცვლა აღარ წარმოადგენს რთულ ან დროში გაწელილ პროცესს. FX Hub-ის კონცეფცია ეფუძნება მარტივ პრინციპს - ფინანსური სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და მომხმარებელისთვის მომგებიანი.
ონლაინ კონვერტაციის გარდა, FXHub ფლობს სავალუტო პუნქტს, სადაც კლიენტებს ნაღდი ფულის კონვერტაციაც შეუძლიათ. პუნქტი მდებაორებს თბილისში, ა. პუშკინის 6 ნომერში, თავოისუფლების მოედანთან.
FX Hub შექმნილია ფორსაით ჯგუფის მიერ, რომელიც FX Hub-ის გარდა ფლობს ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიასა და საბროკერო კომპანიას. ფორსაით ჯგუფი უკვე 4 წელზე მეტია ქმნის ინოვაციურ საინვესტიციო პროდუქტებს, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. აღსანიშნია, რომ ფორსაით ჯგუფში შემავალმა საბროკერო კომპანია ფორსაით ბროკერსმა 2025 წლის დეკემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის 200 მლნ ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა.
FX Hub by Foresight ონლაინ კონვერტაციების პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის და წარმოადგენს ფორსაითის კიდევ ერთ ნაბიჯს თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
წლევანდელმა მაისმა ისეთი რეალობა გვიჩვენა, რომ თურქეთში ფასები მნიშვნელოვნად იყო დავარდნილი - მარიამ ჩახვაშვილი ელექტროენერგიის ტარიფებზე
29.06.2026.11:00
იმპორტის პერიოდიდან გადავედით ექსპორტის პერიოდში და საკმაოდ საინტერესო იყო მაისის თვის მიმოხილვის მომზადებაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა. ირკვევა, რომ მაისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. როგორც მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა, ექსპორტიორებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა რიგ შემთხვევებში ეკონომიკურად არამომგებიანი იყო, რადგან თურქეთში ფასი დაახლოებით 2 ცენტამდე დაეცა, რაც სხვადასხვა სავალდებულო მოსაკრებლის დონესთან ახლოს იყო.
„ჩვენ ყოველთვიურად ვაკვირდებით ენერგეტიკის სექტორს, რამეთუ აქტიური ცვლილებები მიმდინარეობს და საინტერესო დინამიკა იკვეთება, რის გამოც პერიოდულად შესაბამის პუბლიკაციას ვაქვეყნებთ. თითქოს გვსურს ხოლმე, რომ ეს დოკუმენტი სტანდარტულ ჩარჩოებში მოვაქციოთ და ერთსა და იმავე ფორმატში მოვამზადოთ, მაგრამ სექტორი იმდენად საინტერესოა და იმდენი რამ ხდება, მიგვაჩნია, რომ მაისი მაინც განსაკუთრებული თვე იყო. იმპორტის ფაზიდან ექსპორტის ეტაპზე გადავედით, რის გამოც ამ ერთთვიანი მიმოხილვის მომზადებაც კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც ვხედავთ, მაისი, ზოგადად, საექსპორტო თვეა. ჰიდროგენერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი მოცემულობა გვაქვს: ზამთრის პერიოდი - სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით - დეფიციტურია და საკმაოდ დიდ იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. ეს დეფიციტური პერიოდი სულ 8 თვეს გრძელდება, ხოლო საექსპორტოდ მხოლოდ 3 ან 4 თვე გვრჩება - მაისი, ივნისი, ივლისი და ზოგჯერ აგვისტოც. სწორედ ამიტომ, მაისის ექსპორტს ყველა მსხვილი დეველოპერი და პოტენციური ექსპორტიორი განსაკუთრებით ელოდება. თუმცა, წლევანდელმა მაისმა ისეთი რეალობა გვიჩვენა, რომ ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში - ფასები მნიშვნელოვნად იყო დავარდნილი“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, თურქეთში ელექტროენერგიის ფასი ზოგიერთ დღეს ნულთან ახლოს იყო, საშუალოდ კი 2 ცენტს შეადგენდა, რაც ექსპორტთან დაკავშირებულ სავალდებულო მოსაკრებლებს თითქმის უტოლდებოდა და ექსპორტს ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.