ყვავილების ინოვაციური ვენდინგ დანადგარები უკვე საქართველოში — რა სერვისებს სთავაზობენ FLOWVEND და Lilat Flowers დაინტერესებულ პირებს
ყვავილების შეძენა 24/7-ზე, ყოველგვარი გამყიდველის გარეშე უკვე შესაძლებელი გახდა. ამ სერვისს ქვეყანაში და ზოგადად კავკასიაში, კომპანია Lilat Flowers-ის დაკვეთით FLOWVEND უზრუნველყოფს, რომელიც ბაზარს ევროპული ხარისხის ყვავილების ვენდინგ დანადგარებს სთავაზობს. პირველი ასეთი დანადგარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დამონტაჟდა, კომპანიების სურვილია, რომ 2026 წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით სულ მცირე 10 დანადგარით იყოს წარმოდგენილი.
ამ ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა გულისხმობს ყვავილების 24/7-ზე ხელმისაწვდომობას იმ პირობებში, სადაც სპეციალურ ლაბორატორიაში შექმნილი მიკროკლიმატი ყვავილების სიხნარეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
FLOWVEND — ეს არის კომფორტი, სისწრაფე და ინოვაცია ერთ სივრცეში. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი აცხადებს, მათ მიერ ჩამოტანილ ვენდინგ აპარატებს მრავალი უპირატესობა აქვს, რაც მომხმარებლისთვის ყვავილების შეძენის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს:
„კომპანია Lilat-ს ამ დროისთვის 3 ყვავილების მაღაზია აქვს. გაფართოების მიზნით და გამომდინარე იქიდან, რომ ევროპასა და აშშ-ში ტენდენცია გამარტივებისკენ მიდის, ფიზიკური მაღაზიების გახსნის ნაცვლად გადავწყვიტეთ ინოვაციური დანადგარების ჩამოტანა და ამ გზით რეალიზაცია.
ამასთან ერთად, ჩვენ გავხდით პოლონური მწარმოებლის ოფიციალური დილერები და ვართ ამ დანადგარების ექსკლუზიური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში: საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ანუ, რეგიონის მასშტაბით ვისაც მოუნდება ამ დანადგარის შეძენა, შეიძენს მხოლოდ ჩვენგან და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის სერვისს, გარანტიას და შემდგომ მომსახურებას.
რაც მთავარია, დანადგარებზე შესაძლებელია გარანტიის გაწევა 15 წლამდე ვადით, რაც მას კარგ საინვესტიციო პროდუქტად აქცევს. ასევე, სისტემა მთლიანად იმართება მობილური ტელეფონით - შესაძლებელია ფასების შეცვლა, ტემპერატურის რეგულირება, გაყიდვების სტატისტიკის ნახვა და სხვა ფუნქციები.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, აპარატები გათვლილია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. ერთ-ერთი დანადგარი უკვე გაყიდულია დუბაიში, სადაც +50°C გრადუსამდე აღწევს ტემპერატურა. მასალები და კონსტრუქცია ისეთია, რომ მოწყობილობის შიგნით ტემპერატურა სტაბილურია და ყვავილების სიცოცხლისუნარიანობა არ ირღვევა“, - აცხადებს FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი.
დღეისათვის Lilat Flowers წარმოდგენილია თბილისში სამ ლოკაციაზე: სავაჭრო ცენტრში „ისთ პოინტი“, ნინოშვილის ქუჩა 7-ში (ფაბრიკასთან) და ასევე „სითი მოლი გლდანში“. კომპანია წლების განმავლობაში მომხმარებელთა დიდ სიმპათიასა და ერთგულებას იმსახურებს.
„რაც შეეხება ჩვენს გაფართოების გეგმებს, 2026 წლის ბოლომდე თბილისში დაახლოებით 10 აპარატი იქნება დამონტაჟებული. აზერბაიჯანში უკვე გავყიდეთ 3 დანადგარი“, - ამბობს მიხეილ ხუციშვილი.
FLOWVEND-სა და Lilat Flowers-ში აღნიშნავენ, რომ ყვავილების ბიზნესისადმი ინტერესი მაღალია და მათი შეთავაზებები სწორედ ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
„ბოლო დროს ყვავილების მაღაზიის გახსნა სულ უფრო პოპულარული ხდება. ფლორისტულ ჯგუფებში ყოველდღიურად ვხვდებით შეკითხვებს ამ თემაზე. ჩვენი მიზანია, რომ გავამარტივოთ როგორც ყვავილების ყიდვა, ასევე მაღაზიის გახსნის პროცესი.
ჩვეულებრივი ყვავილების მაღაზიის გახსნას სჭირდება 3-4 ფლორისტი, მუდმივი მასალების ყიდვა და შენახვა, და ღამით საბითუმო ბაზრებზე სიარული. ხოლო ვენდინგ აპარატით შესაძლებელია მინიმალური ფართობით და მაქსიმალური დანაზოგით დაწყება.
ამავე დროს, ეს არის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის - ვინმეს თუ სურს საკუთარი მაღაზიის გახსნა, მაგრამ არ აქვს ფლორისტული ცოდნა ან დრო, ჩვენ ვთავაზობთ სრულ მომსახურებას. ანუ ინვესტორი ყიდულობს დანადგარს, ჩვენ ვაინსტალირებთ მისთვის სასურველ ლოკაციაზე, და შემდგომში ვუზრუნველყოფთ მის შევსებას მზა თაიგულებით.
გაყიდული პროდუქციის მოგება ეკუთვნის ინვესტორს. საშუალოდ 8-დან 15 თვემდე პერიოდში შესაძლებელია ინვესტიციის ამოღება და შემდეგ წმინდა მოგებაზე გადასვლა“, - აცხადებს FLOWVEND-ისა და Lilat Flowers-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.