მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

Génoise ფრენჩაიზის მოდელის განვითარებას და ქსელის გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

Génoise პრემიუმ კლასის საკონდიტრო-ბულანჟერიაა, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურ, დახვეწილ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ განაახლა და გააფართოვა მენიუ, გააძლიერა წარმოებისა და ხარისხის მართვის პროცესები და გაფართოებისა და ფრენჩაიზის მიმართულებებზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia Génoise-ის დამფუძნებელს, ლალი სამსონიძეს ესაუბრა.

როგორია Génoise-ის მიმდინარე სიახლეები და რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?

ბოლო პერიოდში Génoise-ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თბილისში პრემიუმ საცხობი-საკონდიტრო-კაფეს კონცეფციის გაძლიერება. განვაახლეთ და გავაფართოეთ მენიუ - მომხმარებლებს საკონდიტრო ნაწარმთან, პურ-ფუნთუშეულთან და ფრანგულ დესერტებთან ერთად ვთავაზობთ საუზმეს, სენდვიჩებს, სალათებს, პასტასა და მაღალი ხარისხის ყავას.

ამავდროულად, ვმუშაობთ წარმოებისა და მარაგების მართვის სისტემატიზაციაზე, ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტიზაციასა და ხარისხის კონტროლის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ყველა ვიზიტისას ერთნაირად მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება მიიღოს.

ახალი ფილიალების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ და განიხილება თუ არა გაფართოება?

გაფართოება ნამდვილად განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მიდგომა ფრთხილი და სტრატეგიულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ თითოეული ახალი ობიექტის სწორი ლოკაცია, ფინანსური მდგრადობა და Génoise-ის სტანდარტების სრულად დაცვა.

ამჟამად ვაანალიზებთ როგორც თბილისის სხვადასხვა ლოკაციას, ისე რეგიონებში განვითარების შესაძლებლობებს. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად გავუზიარებთ.

რა ეტაპზეა ფრენჩაიზის მიმართულების განვითარება და რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ მოდელის ფარგლებში?

ფრენჩაიზის მიმართულება აქტიური დამუშავების ეტაპზეა. მიმდინარეობს კონცეფციის, საოპერაციო სტანდარტების, ტექნოლოგიური პროცესების, მომარაგების მოდელის, თანამშრომელთა გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის ერთიან ფორმატში ჩამოყალიბება.

უკვე არსებობს ინტერესი პოტენციური პარტნიორების მხრიდან, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ფრენჩაიზი ჩვენთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, Génoise-ის კონცეფცია ახალ ბაზრებზე გავიტანოთ, თუმცა პარტნიორის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები იქნება გამოცდილება, ფინანსური შესაძლებლობები და ბრენდის ღირებულებების დაცვა. ჩვენი მიზანი სწრაფი გაფართოება კი არა, ძლიერი და მდგრადი პარტნიორული ქსელის შექმნაა.

რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები და გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

წლის დარჩენილი პერიოდის მთავარი პრიორიტეტებია პროდუქტის ხარისხისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაუმჯობესება, საწარმოო და საოპერაციო პროცესების სტანდარტიზაცია, ხარჯებისა და მარაგების ეფექტიანი მართვა და გუნდის პროფესიული განვითარება.

ასევე ვგეგმავთ მენიუს ეტაპობრივ განახლებას, მიტანისა და ციფრული გაყიდვების არხების გაძლიერებას, B2B მიმართულების განვითარებასა და ფრენჩაიზის მოდელის დასრულებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, Génoise ჩამოყალიბდეს ძლიერ, თანამედროვე და მასშტაბირებად ქართულ ბრენდად, რომელიც მომხმარებლისთვის მაღალ ხარისხთან, გამორჩეულ გემოსთან და პროფესიონალურ მომსახურებასთან იქნება დაკავშირებული.

ინფორმაციისთვის, Génoise-ის მისამართია ალექსანდრე ყაზბეგის 15. ობიექტი ყოველდღე 08:30-დან 22:00 საათამდე მუშაობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Génoise ფრენჩაიზის მოდელის განვითარებას და ქსელის გაფართოებას გეგმავს

01.10.2026.12:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა