გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
თიბისიმ ფულად გზავნილებზე სამთვიანი საზაფხულო აქცია დაიწყო. 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობადასაჩუქრდე 500 ლარით ერთგულ ყულაბაში ან მოიგო სუპერ პრიზი- ორკაციანი საგზური იტალიაში, რომისა და ამალფის მიმართულებებით.
ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდება ის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებს გზავნილს და მისი ოდენობა იქნება მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო. შესაბამისად, აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღე.
სუპერ პრიზი კი- ორკაციანი საგზური იტალიაში, გადაეცემა იმ 3 მომხმარებელს, რომელიც კამპანიისპერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.
სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს- მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.
თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.
აქციის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან ონლაინბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.