მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაანულეთ გადადებული საყიდლების სია: ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად და დაიბრუნეთ 30% სითი მოლში

news image
mbc image

ფასდაკლებები საუკეთესო დროა მომავლისთვის გადადებული სურვილების ასასრულებლად, შოპინგი კი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ყველა სასურველი მაღაზია ერთ სივრცეშია.

სითი მოლის მე-14 დაბადების დღესთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლებების კვირეული დაიწყო, სხვადასხვა მაღაზიაში ბევრი საჩუქარი, აქცია და შეთავაზება გელოდებათ. თუ ამასთან ერთად, საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხართ და აქამდე არ გისარგებლიათ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, ახლა თქვენი დროა.

მხოლოდ 29 ოქტომბერს, თუ პირველად ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილგადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 100 ₾).

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც, სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

პარტნიორ ობიექტების ჩამონათვალს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

რატომ უნდა გადაიხადოთ ნაწილ-ნაწილ?

ნაწილ-ნაწილ გადახდა შოპინგის ყველაზე კომფორტული გზაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საყვარელი ნივთი იყიდოთ, ღირებულება კი 4 თვეზე გაანაწილოთ. რაც მთავარია, ამ 4 თვის განმავლობაში არანაირი პროცენტი ან საკომისიო არ გერიცხებათ, ეფექტური 0%-ია.

ნახეთ, როგორ გადაიხადოთ ნაწილ-ნაწილ

რომელ გადადებულ სურვილებში ღირს პირველად ნაწილ-ნაწილის გამოყენება? თქვენთვის 5 ბიუჯეტური, მაგრამ განსაკუთრებული ნივთი შევარჩიეთ, რომლებსაც მაქსიმალური ქეშბექით იყიდით.

1. ლეპტოპის ჩასადები – კოსმო

ლეპტოპის ჩასადები ის შენაძენია, რომელსაც სულ სხვა, უფრო „მნიშვნელოვანი“ რაღაცის გამო დებთ გვერდზე. ახლა კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და იზრუნოთ ტექნიკის უსაფრთხოებაზე შეღავათიან ფასად, თანაც კოსმოს ელეგანტური ტყავის ჩანთა ნებისმიერ სტილს მოუხდება.

2. პატარა, სიმბოლური საჩუქარი – რედბერი

პატარა საჩუქარი ყველას ახარებს. რედბერის  ბეჭედი, თვითმფრინავის ორნამენტით ნამდვილად სასიამოვნო, სიმბოლური საჩუქარი იქნება იმ განსაკუთრებული ადამიანისთვის, ვისაც მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარს.

3. შაბათ-კვირის იდილია – ვაფლის აპარატი – მეგატექნიკა

ვაფლის აპარატი ნამდვილად ერთ-ერთია იმ სურვილებიდან, რომლებიც თითქოს არასდროს არის პრიორიტეტული. არადა, წინ გრძელი და ცივი სეზონია. წარმოიდგინეთ, ვაფლები, ცხელი სასმელი და კარგი ფილმი – ეს კომბინაცია სუსხიან ამინდებს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. ბელგიური საღამოების მოწყობას ახლა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.

4. ჯადოსნური ნივთი ოთახისთვის – კურა კურა

ალბათ, არაერთხელ შეგხვედრიათ ვიდეო, სადაც სანათი ოთახს კოსმოსურ სივრცედ აქცევს. თუ გსურთ, პირად სივრცეს ცოტა მაგია შემატოთ და ეს გადადებული სურვილიც სიიდან ამოშალოთ,  კურა კურას სანათი-პროექტორი მინიმალისტურ ოთახშიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.

5. პრაქტიკული ფოვერ ბანკი, რომელსაც სულ ბოლოსთვის იტოვებთ – შაომი

ფოვერ ბანკი ის ნივთია, რომლის საჭიროებაც მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ტელეფონი მოულოდნელ ადგილას გვიჯდება.   შაომის ფოვერ ბანკი განკუთვნილია სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ჭკვიანი საათებისთვის, ყურსასმენებისა და პორტატული დინამიკებისთვის.

ასე რომ, სითი მოლში არაერთი საინტერესო შეთავაზება გელოდებათ. იმისთვის, რომ მაქსიმალური ბევრი დაზოგოთ და თვის ბიუჯეტშიც ჩაეტიოთ, ეწვიეთ სითი მოლს 29 ოქტომბერს, გადაიხადეთ ნაწილ-ნაწილ და არ გადადოთ სურვილები მომავლისთვის.

 

 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა