გააზიარე რამდენიც გინდა, სელფი მობაილის საუცხოო როუმინგით
ზაფხული - მოგზაურობის დროა. ახალი ადგილების მონახულება გვავსებს შთაბეჭდილებებით, ახალი ფიქრებითა და გრძნობებით. ეს ავტომატურად გვიჩენს სურვილს, გავუზიაროთ ნანახი სამშობლოში მყოფ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ფოტოების, ვიდეოების, ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებების მეშვეობით. ამისთვის კი ბევრი ინტერნეტია საჭირო.
სელფი მობაილის საუცხოო როუმინგით, შეგიძლია აღარ იფიქრო მეგაბაიტების რაოდენობაზე. სელფის როუმინგის შეთავაზებაში იმდენი ინტერნეტია და იმდენად ხელმისაწვდომი, რომ თამამად გაუზიარებ ახლობლებს ყველა შთაბეჭდილებას, ჩვეულებრივ თუ არაჩვეულებრივ ამბავს და ემოციას. “გააზიარე რამდენიც გინდა”!
სელფი მობაილის საუცხოო როუმინგის გააქტიურება ხდება საკუთარ ნომერზევე მარტივად, სმარტფონზე კოდის აკრეფით, ონლაინ ან აპლიკაციით. სხვა ქსელის მომხარებლებს, სელფი მობაილი სთავაზობს eSIM-ს, რომლის შეძენაც ასევე მარტივადაა შესაძლებელი ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან, რამდენიმე წუთში.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
http://cellfie.ge
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.