გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
საქართველოს ბანკი მოსწავლეების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ერთობლივი ვიდეოკონკურსი დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი საფეხბურთო უნარები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და მთავარი პრიზის - Sony PlayStation 5-ის მფლობელები გახდნენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოწერონ GUPSPORT-ის აპლიკაცია, გაიარონ რეგისტრაცია, სრულად შეავსონ პროფილი და 15 ივლისის ჩათვლით ატვირთონ საფეხბურთო ვიდეო ჰეშთეგით #sCoolApp.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეებმა უნდა ატვირთონ ორიგინალური ვიდეო, რომელიც მათ მიერ არის გადაღებული და რეალურ საფეხბურთო მომენტებს ასახავს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ როგორც ვარჯიშისა და ტექნიკის ამსახველი კადრები, ისე თამაშის გამორჩეული ეპიზოდები - ეფექტური ფინტები, დრიბლინგები, შთამბეჭდავი გოლები თუ მეკარის დასამახსოვრებელი სეივები.
ფინალისტების შერჩევისას ჟიური ვიდეოებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: საფეხბურთო უნარები, კრეატიულობა, ვიდეოში გადმოცემული ემოცია, გამარჯვების ჟინი და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.
შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 16-20 ივლისს ჟიური ატვირთულ ვიდეოებს შეაფასებს და 10 ფინალისტს გამოავლენს. 21 ივლისიდან კი GUPSPORT-ის პლატფორმაზე ხმის მიცემა დაიწყება, სადაც გამარჯვებულს მომხმარებლები გამოავლენენ.
დაჯილდოების ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულს მთავარი პრიზი, Sony PlayStation 5 გადაეცემა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში ჩასართავად ეწვიეთ GUPSPORT-ის აპლიკაციას.
GUPSPORT არის სპორტის ტალანტების ქსელი - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება. ეს არის სივრცე, სადაც ტალანტების აღმოჩენა და შერჩევა მონაცემებზეა დაფუძნებული და არა გეოგრაფიულ საზღვრებზე ან პირად კონტაქტებზე.
გაპსპორტზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სპორტული პასპორტი - ვერიფიცირებული პროფილი, სადაც გროვდება მათი სტატისტიკა, ვიდეოები, განვითარების დინამიკა და მიღწევები. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია როგორც კონკრეტულ პროფესიონალებთან - სკაუტებთან, აგენტებთან და კლუბებთან, ისე უფრო ფართო აუდიტორიასთან, მათ შორის გულშემატკივრებთან.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.