გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
სწრაფი ლანჩი სამუშაო დღეს, ყავის შესვენება თუ ვახშამი მეგობრებთან ერთად - გარეთ კვება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარჯები გროვდება, გადახდის სწორი მეთოდის შერჩევა, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს, ყოველთვიურად ფინანსების მართვას ამარტივებს.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ მომხმარებელს კვლავ მათზე მორგებული შეთავაზება, ამჯერად, კვების ობიექტებში მოუმზადა.
31 დეკემბრის ჩათვლით, გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შერჩეულ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნე გადახდილი თანხის 20% - რაც მთავარია, ულიმიტოდ.
20%-იანი ულიმიტო ქეშბექის დაბრუნებას ოთხ რესტორანში შეძლებთ, თანაც მომენტალურად:
ცეცხლი აინთო - თბილისის ორ ფილიალში (აბაშიძის ქ. N10 და ტაშკენტის ქ. N10-ში) მწვადის მოყვარულები უგემრიელეს კახურ, კლასიკურ და ქათმის მწვადს, ასევე სხვა საინტერესო ქართულ კერძებს დააგემოვნებთ.
წიწილა - ქათმისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას “წიწილას” ორ ფილიალში: აღმაშენებლის გამზირი 110 და კოსტავას 76-ში - შეძლებთ. “წიწილა” გამორჩეული ადგილია მსუბუქი და ნოყიერი წახემსებისთვის.
Cafe 1991 - თბილი ატმოსფერო, სენდვიჩებისა და დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი და სასმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის - ა. შანიძის 11 ნომერში მოქმედი კაფე “1991” იდეალური ადგილია, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთად.
Dipstrip - კოსტავას 70-ში სწრაფი კვების მოყვარულებს პრემიუმ ქათმით და ფრეშ ინგრედიენტებით დამზადებული ბურგერების მენიუ დაგხვდებათ. თუ ჯანსაღი, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, Dipstrip იდეალური არჩევანია სწრაფი ლანჩისთვის.
ამიტომ, გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი, და დაიბრუნე უფრო მეტი.
ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება მობაილბანკიდან 1-2 წუთშია შესაძლებელი. მის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.