გადაიხადე Google Play-ზე სელფის ბალანსით და მიიღე ბონუს მეგაბაიტები
12.11.2025 - სელფი მობაილის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ სელფის ბალანსით გადაიხადონ Google Play-ზე და საჩუქრად მიიღონ მობილური ინტერნეტი. შეთავაზება ძალაშია 12 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით:
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია - Google Play-თ განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციისას გადახდის მეთოდად აირჩიე სელფის ბალანსით გადახდა. ბონუსი ავტომატურად დაირიცხება აბონენტის ბალანსზე, რომლის ნომრითაც ხორციელდება გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ ნომერი იყოს მიბმული Google Play-ს ანგარიშზე.
Google Play-ზე, სელფის მობილური ბალანსით, სხვა გადაწყვეტებს შორის, შეგიძლია შეიძინო პოპულარული აპლიკაციები, როგორებიცაა: PUBG MOBILE, Roblox, TikTok, Standoff 2, Google-ისა და Youtube-ს სხვადასხვა სერვისი და ა.შ.
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.