მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან

news image
mbc image

დაუჯერებელი სეზონი დღეიდან იწყება - პირველად საქართველოში, თიბისი გადახდების ეკოსისტემას ინოვაციურ პროდუქტს - ხელის გულით გადახდას ამატებს. ახალი ტექნოლოგია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური ტერმინალით აღჭურვილ ობიექტებში გადახდა ხელის გულით შეასრულოს.

ხელის გულით გადახდის პროცესი მარტივი, ერთჯერადი რეგისტრაციით იწყება. იმ ობიექტზე, სადაც განთავსებული იქნება PAL ტერმინალი, ხელის გულის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი მობაილბანკით ასკანერებს QR კოდს და ირჩევს ანგარიშს, რომლის მიბმაც ხელის გულზე სურს. ამის შემდეგ, ხელის გულით გადახდა ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში უკვე შესაძლებელი იქნება.

ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია - როგორც სმარტფონის Face ID ფუნქცია იყენებს იდენტიფიცირებისთვის მომხმარებლის სახის უნიკალურ მახასიათებლებს, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიაც ხელის გულის ბიომეტრიულ მახასიათებლებს ამოიცნობს. შესაბამისად, გადახდისთვის მომხმარებელს არც ბარათი, არც ტელეფონი და არც სხვა ფიზიკური საშუალება აღარ დასჭირდება.

ხელის გულით გადახდის დანერგვა თიბისის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია - მუდმივად ეძებოს შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელს მომავალთან აახლოებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს.

თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად არის აღიარებული - ხელის გულით გადახდა კი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს გამარჯვებული გუნდი ინოვაციურ იდეებს რეალურ გამოცდილებად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში - იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

05.11.2026.13:08

5-8 ნოემბერს, თბილისი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს უმასპინძლებს. მოდის კვირეული Factory Tbilisi-ში 4 დღით ქართველ და უცხოელ დიზაინერებს, საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კრეატიულ პროფესიონალებსა და მოდის მოყვარულებს გააერთიანებს. ტრადიციულ ჩვენებებთან ერთად, პროგრამა საგანმანათლებლო შეხვედრებს, დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილ გამოფენებს, ექსპერიმენტულ ვორქშოფებსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი პროექტების წარდგენას მოიცავს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მასპინძელი Factory Tbilisi-ია. მულტიკულტურული სივრცე, რომელიც მოდის, ხელოვნების, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი გარემო და კონცეფცია ქმნის შესაძლებლობას, მოდის კვირეული მხოლოდ ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექციებით არ შემოიფარგლოს და სხვადასხვა შემოქმედებითი ხედვის გადაკვეთის ადგილად იქცეს.

თბილისი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული მოდის მრავალფეროვნებასა და მის კავშირს საერთაშორისო შემოქმედებით პროცესთან. მოდის კვირეულზე ერთმანეთს სხვადასხვა თაობის, გამოცდილებისა და ესთეტიკური ხედვის დიზაინერები შეხვდებიან, როგორც თბილისიდან, ასევე ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან.

მოდის კვირეულზე კოლექციებს ქართველი დიზაინერები და ადგილობრივი ბრენდები წარადგენენ. მათ შორის არიან: NuMeN (თინათინ ფანცხავა), GUDU, Tamra, SYNDROM (თეკლა გურგენიძე), Reckless, LIYA, Aka Nanitashvili, DVALI (ლევან დვალი და საბა ორბელაძე), Akà Prodiàshvili და DATUNA.

წლევანდელი სეზონის საერთაშორისო მონაწილეებს შორის კი არიან უკრაინული ბრენდი LEZO, უზბეკი დიზაინერი Dildora Kasimova, ისრაელელი დიზაინერი Inbal Heffer, აზერბაიჯანული ბრენდი Uventa და ლონდონში მოღვაწე პერუელი დიზაინერი Genaro Rivas.

მოდის კვირეულში მონაწილეობს Unknown Artisan  - მილანში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ლიკა ყუბანეიშვილის მიერ დაფუძნებული ბრენდი, რომლის პროფესიული გამოცდილება ისეთ მოდის სახლებთან თანამშრომლობას უკავშირდება, როგორებიცაა Jil Sander და Act n°1.

საერთაშორისო პროგრამის კიდევ ერთი მონაწილეა Tabitha, რომლის შემოქმედება მოდას, კოსტიუმსა და პერფორმანსს აერთიანებს.

ახალი სახელები და საერთაშორისო კონკურსი „BENEXT”

მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ადგილი საერთაშორისო კონკურს „BeNext“-ის (იყავი შემდეგი) გამარჯვებულებსა და მონაწილეებს დაეთმობა. ახალგაზრდა დიზაინერებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედებითი ხედვის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. 

მოდის ინდუსტრიაში უკვე გამოცდილი თუ  ახალი სახელები - LASHAO, თეკლა გურგენიძე, ლიკა ყუბანეიშვილი,  თებროლე ქემოკლიძე, დავით ჟორჟოლიანი და ევა გოგიტიძე - სხვადასხვა დროს საერთაშორისო კონკურსის “BENEXT” -ის   მონაწილეები და გამარჯვებულები არიან.  

ამ  დიზაინერების პროფესიული განვითარება და საერთაშორისო მოდის სკოლებში განათლების მიღება სწორედ BeNext-ის კონკურსს უკავშირდება. თეკლა გურგენიძემ BeNext-ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მილანის Istituto Marangoni-ში სრული სტიპენდია მოიპოვა;  დავით ჟორჟოლიანმა კი 2023 წლის BeNext Fashion Design Contest-ის გამარჯვების შედეგად მილანში, AZ Factory-ში ერთწლიანი მენტორობის შესაძლებლობა მიიღო.

გამოფენები და პრეზენტაციები

მოდის კვირეულის ფარგლებში, 5 ნოემბერს, Factory Tbilisi-ში დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილი ოთხი გამოფენა გაიხსნება. სტუმრებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა 4 დღის განმავლობაში, კვირეულის ბოლომდე ექნებათ:

- BeNext-ის გამოფენა;

- LE MOCASSIN ZIPPÉ-ს გამოფენა;

- სოფო გონგლიაშვილისა და უტა ბექაიას ერთობლივი პროექტი;

- უტა ბექაიას სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა;

უტა ბექაიას სტუდენტების პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ახალგაზრდა შემოქმედების  ნამუშევრებს, მათ ექსპერიმენტებსა და ინდივიდუალურ  შემოქმედებით ხედვას მოიცავს.  

მოდა, როგორც ცოდნა და გამოცდილების გაზიარება

კვირეულის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას, პროფესიულ გამოცდილებასა და მოდის ინდუსტრიის მომავალზე საუბარს დაეთმობა. 

6 ნოემბერს, მოდის დიზაინერისა და პედაგოგის, ბარბარა ტრებიჩის (Barbara Trebitsch) ექსპერიმენტული ვორქშოფი - “The Fabric Alphabet” (ქსოვილის ანბანი) გაიმართება. ვორქშოფი მონაწილეებს ქსოვილის, იდენტობის, სხეულისა და ფორმის ურთიერთკავშირის შემოქმედებითად გააზრების შესაძლებლობას მისცემს.

ბარბარა ტრებიჩი წლების განმავლობაში  მილანის „Domus Academy“-ის მოდის სკოლას ხელმძღვანელობდა. იკავებდა არაერთ აკადემიურ პოზიციას  „Accademia Costume & Moda“-ში. ახლა ის “AZ Academy - Business for Designers”-ს ხელმძღვანელობს, რომელიც დიზაინერებს ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარებაში ეხმარება.

7 ნოემბერს კი ბრიტანული ვოგის (British Vogue) ყოფილი მთავარი რედაქტორი და მოდის ექსპერტი ალექსანდრა შულმანი, საჯარო შეხვედრასა და ვორქშოფს გამართავს თემაზე  - “ცხოვრება მოდასა და მის მიღმა: მოდა მაშინ და ახლა”  (A Life in Fashion and Beyond: Fashion Then and Now). შეხვედრა ინტერვიუსა და ღია დიალოგის ფორმატით წარიმართება.  ალექსანდრა  შულმანი ვოგის რედაქტორობის 25 წლიან გამოცდილებაზე, მოდის მედიის ცვლილებაზე, ციფრული პლატფორმების გავლენაზე, მოდის ინდუსტრიის კულუარებსა და თანამედროვე კულტურაში მოდის როლზე ისაუბრებს.

Fantasmagoria: ანიმაცია, ხელოვნება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე სტუდია „ფანტასმაგორიას“  ფილმი “ელენე დარიანი” იქნება წარდგენილი, რომელიც ქართულ თოჯინურ ანიმაციაში ახალი სიტყვაა. 

სტუდია 2022 წელს ანიმაციის რეჟისორმა ელენე თავაძემ და მხატვრული კინოს რეჟისორმა სოფიო ჭინჭრაულმა დააფუძნეს. Fantasmagoria სოციალური საწარმოა, რომლის მიზანია საქართველოში თოჯინური ანიმაციის ხელოვნების გადარჩენა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა. სტუდიის სადებიუტო ნამუშევარი - „ელენე დარიანიც” სრულად ხელნაკეთი თოჯინებისა და დეკორაციების გამოყენებით არის შექმნილი. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi  - პლატფორმა, რომელმაც ქართული მოდა მსოფლიოს გააცნო

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ქართული მოდის საერთაშორისო ინდუსტრიასთან დაკავშირება და ადგილობრივი დიზაინერებისთვის გლობალური პლატფორმის შექმნა იყო. პლატფორმამ ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი კოლექციები საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარედგინათ, პროფესიული კავშირები დაემყარებინათ  და გლობალურ ბაზარზე გასულიყვნენ. 

წლების განმავლობაში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მხოლოდ მოდის ჩვენებების პლატფორმად არ დარჩენილა. ის ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების, ახალი სახელების აღმოჩენისა და ქვეყნის კულტურული იდენტობის საერთაშორისო პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

2026 წლის ნოემბრის მოდის კვირეულიც ამ მისიის გაგრძელებაა: თბილისი კვლავ აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო შემოქმედებით პროფესიონალებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართულ მოდას მსოფლიო კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის ნაწილად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა