გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მათ მუდმივად მრავალფეროვან შეთავაზებებს უმზადებს.
8 სექტემბრიდან, თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს, გარდა მოსწავლის და ბიზნეს ბარათებისა, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდისას თანხის 50%, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.
ქეშბექ შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50 % ყოველი გადახდისას დაუბრუნდებათ.
შეთავაზება მიზნად ისახავს ქუთაისის ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.
ქეშბექის დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.
აიღეთ თიბისი ბარათები მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან და ისარგებლეთ მუდმივად თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.
სხვა სიახლეები
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
08.09.2026.14:47
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, JBL-ის პორტატული დინამიკების გათამაშება გრძელდება. ყოველი მეორასე მომხმარებელი, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას, onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძენს, დასაჩუქრდება.
„მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ღირებულებისა და დამატებითი კომფორტის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კამპანია „არ დააგვიანო სამოგზაურო დაზღვევის შეძენა და მიიღე საჩუქარი“ წარმატებული და მოთხოვნადია და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხო მოგზაურობასთან ერთად, დამატებითი უპირატესობებით ისარგებლონ. კამპანიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოგზაურს, რომელიც დაზღვევას ალდაგის ვებ-გვერდზე შეიძენს,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს, უკვე სთავაზობს როუმინგოს 1 GB ინტერნეტსა და 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე და სპეციალურ ფასს Sixt-ის ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით.