გაძლიერებული დაზღვევა - პრიმო ალდაგისგან
სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ პრემიუმ ბრენდის PRIMO-ს ახალი საიმიჯო კამპანია წარადგინა. PRIMO პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომელიც დაზღვეულებს კომფორტულ სერვისს და ღირებულ გამოცდილებს სთავაზობს.
PRIMO-ს ახალი საიმიჯო კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი არტ დირექტორი: ბიკო ვარშანიძე ქოფირაითერი: გიორგი აბულაძე კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი: ნატა ზურაბაშვილი გადამღები კომპანია: INDUSTRIA რეჟისორი: დიმა ჩხეიძე დამდგმელი ოპერატორი: რატი გოგატიშვილი წარმოების ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია პროდიუსერი: მაია გურაბანიძე 1AD: მარიამ გუგუშვილი ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია ფროდაქშენ კოორდინატორი: ნინუცა ჩიხლაძე ლოკაციის მენეჯერი: ზაზა ჭიღლაძე ქასთინგ მენეჯერი: ელო ჩხეიძე ქასთინ ასისტენტი: ლანა კიკალიშვილი ტრანსპორტ მენეჯერი: დავით მაღლაკელიძე სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე სეტის ასისტენტები: ნიკო ჩხაიძე, საბა სუხიაშვილი, საბა საღრიშვილი მხატვრები: ნიკუშა ლომიძე, კახა ლომიძე კოსტუმების მხატვარი: თიკა შენგელია კოსტუმების ასისტენტი: ელენე გაბილაია მეიქაფი: სოფო მაჭავარიანი და თამთა თუქაძე ტექნიკური ჯგუფი ფოკუსი: საბა თეთრაძე ტექნიკური დირექტორი: გურამ მოსიკაშვილი ფლეიბექი: ნინია ცაბაძე გაფერი: მიშკა საგანელიძე გამნათებლები: ბექა დვალიშვილი, ბეჟან ლალიაშვილი, გაბრიელ ჭინკაძე. დოლი: იურა პოღოსოვი, ზურა წიკლაური ფოტოგრაფი: ელენე შენგელია ფოტოგრაფის ასისტენტი: ბასა მეტრეველი პოსტ ფროდაქშენი პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი: ეკატერინე დავითაშვილი ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე გრაფიკა: იკო იაკობაძე ხმის დიზაინი: Avira Production მსახიობები: ვილიამ ბოჭორიშვილი,ვაჩე გელბახიანი,გიორგი დეკანოიძე, გიორგი ჯამალაშვილი, ლუკა რაზმაძე, ლაშა ჯვარიძე, სულო ზურაბიშვილი, ზაზა ასპანიძე, ლევან ჟამერაშვილი, გიორგი ბიგანაშვილი.
რა უპირატესობები აქვს PRIMO?
„PRIMO-ში გყავთ პერსონალური წარმომადგენელი, რომელიც შეგიქმნით სრულ კომფორტს:
დაგიჯავშნით კონსიერჟის მომსახურებას გამოგიგზავნით ავტო-ასისტანსს შეგირჩევთ პრემიის გადახდის თქვენთვის სასურველ სქემას მოგიგვარებთ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაგარკვევთ ნებისმიერ დეტალში, რაც დაგაინტერესებთ თქვენს დაზღვევასთან დაკავშირებით და შემოგთავაზებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო სერვისს.
კონსიერჟის მომსახურებისას გადაიხდით მხოლოდ სერვისის ღირებულებას.
ავტორიზებულ ცენტრში შეფასება/შეკეთება, რეცხვა, დიაგნოსტირება,ზეთის შეცვლა, ხუნდების შეცვლა, საბურავების შეცვლა, ფილტრების შეცვლა, აკუმულატორის შეცვლა, ფრეონის დამატება“, - აღნიშნულია PRIMO-ს აღწერაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.