მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაეცანით დათო გორგილაძის რჩევებს საქართველოს ბანკის კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

news image
mbc image

ზაფხულის დადგომასთან ერთად ცხოვრების ტემპი თითქოს ნელდება. ადამიანების ერთი ნაწილი ახალი ემოციების აღმოსაჩენად თავს ბუნებას - მწვანე მთებსა თუ ქვიშიან სანაპიროებს აფარებს მეორენი კი ნახევრად დაცარიელებულ ქალაქებსა თუ სოფლებში რჩებიან. თუმცა, ორივე მათგანს ერთი საერთო რამ აერთიანებს - ახალი თავგადასავლების ძიებაში ისინი ხშირად თავს ლიტერატურას აფარებენ. სხვადასხვა გარემოში ერთი მიზნით გაერთიანებულნი კი აგროვებენ იდეებს, ახალ პერსპექტივებს, ისტორიებს...

სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა საქართველოს ბანკმა, მკითხველთათვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა - საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, კითხვის მოყვარულებს მისცა შესაძლებლობა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. მათგან ერთ-ერთი დათო გორგილაძეა.

„მხატვრული ლიტერატურის აღმოჩენით ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა იმიტომ, რომ მივხვდი, არსებობს ამ რეალურ სამყაროზე ბევრად უფრო საინტერესო, გამოგონილი სამყარო, რომელიც ხანდახან უფრო ნამდვილია, ვიდრე ის გარემო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ“, - ამბობს დათო გორგილაძე.

საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში მან ორი წიგნი შეარჩია - კორმაკ მაკართის „გზა“ და ნილ გეიმანის „კორალაინი”.

კორმაკ მაკართის „გზაზე“ საუბრისას განმარტავს, რომ ეს „არ არის იოლად წასაკითხი წიგნი. არც მაინცდამაინც სასიამოვნო მოგონებებს და განცდებს გიტოვებს, მაგრამ, მე მგონი ამ წიგნის წაკითხვა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მზად ხვალინდელი დღისთვის და გავიგოთ რას ნიშნავს აბსოლუტურ, სრულ უიმედობაში იმის განცდა, რომ შენ გვერდით არის ვიღაც, ვისაც უყვარხარ უანგაროდ და უყვარხარ სიგიჟემდე“.  

განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში უკვე ხელმისაწვდომია. ასევე, მათი შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ს ვებგვერდსა და და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე).

კითხვის მნიშვნელობაზე კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია. მთავარი  მონდომებაა.

„დავიწყოთ ხუთი წუთით, მერე გადავალთ ათ წუთზე და მერე ისე შევტოპავთ, რომ უკან დასახევი გზა, უკან გამოსასვლელი გზა, უბრალოდ, დაგვეკარგება და აღმოვაჩენთ, რომ მხატვრული ლიტერატურა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩვენს ცხოვრებაში“, - ამბობს დათო გორგილაძე.

სწორედ ამ ჩვევის გამომუშავების ხელშეწყობაა საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის იდეაც, რომელიც მკითხველისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის პარალელურად, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი თაობისთვის მრავალფეროვან ბიბლიოთეკასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ინტერესიანი ახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა