გაეცანით საქართველოს ბანკის Back To School შეთავაზებებს სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
სექტემბერი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის თავგადასავლებითა და გამოწვევების სავსე პერიოდია. საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, სტუდენტებს და მოსწავლეებს სპეციალურ - Back To School შეთავაზებებს უკეთებს.
საქართველოს ბანკის Student ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებით:
• 10 სექტემბერს 40% - იანი ქეშბექი სულაკაურის წიგნის მაღაზიებში (მაქსიმუმ 50 ლარი);
• 11 სექტემბერს 40% -იანი ქეშბექი Dressup.ge -ზე და Dressup Outlet - ში (მაქსიმუმ 100 ლარი);
• 12 სექტემბერს 40% - იანი ქეშბექი მინისოში (მაქსიმუმ 100 ლარი);
• 13 სექტემბერს 30% - იანი ქეშბექი Extra.ge – ზე (მაქსიმუმ 100 ლარი) ;
sCool Card - ის მფლობელებს კი შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებებით:
• 10 სექტემბერს 40% - იანი ქეშბექი სულაკაურის წიგნის მაღაზიებში (მაქსიმუმ 50 ლარი);
• 11 სექტემბერს 40% -იანი ქეშბექი Dressup.ge -ზე და Dressup Outlet - ში (მაქსიმუმ 50 ლარი);
• 12 სექტემბერს 40% - იანი ქეშბექი მინისოში (მაქსიმუმ 50 ლარი);
• 15 სექტემბერს 30% - იანი sCoola ქეშბექი Wendy's, Dunkin - სა და Subway -ში (მაქსიმუმ 20 ლარი);
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.