მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.4
-0.0065
flag
AZN 1.544
-0.0001
flag
CNY 38.846
-0.002
flag
EUR 3.0219
-0.002
flag
GBP 3.5284
-0.0039
flag
KZT 55.56
0.0026
flag
TRY 0.0552
0
flag
USD 2.6239
-0.001
news banner

გაფართოება, ახალი მიმართულებები და იმპორტ-ექსპორტის განვითარება - ARTE განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

news image
mbc image

ARTE ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ARTE-ს დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი ესაუბრა.
„მეორე ფილიალის დამატებასთან ერთად, მომხმარებელთა მისაღები სივრცე სრულად გადავაკეთეთ და შოურუმი ცალკე გამოვყავით, რამაც წარმოების გაფართოების პროცესის დაწყების შესაძლებლობა მოგვცა.

გადავედით გუნდის გაფართოების ეტაპზე - ვამატებთ თანამშრომლებს და ვაძლიერებთ საოპერაციო პროცესებს. პარალელურად, მიმდინარეობს ლიდერი კადრების შერჩევა, რომლებიც კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპებს წარმართავენ.

ახლო პერიოდში ვგეგმავთ ბეჭდვის მიმართულებით ახალი დანადგარების დამატებას, ასევე იწყება სამკერვალოს გაფართოება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიურად ვმუშაობთ “, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.

კომპანია ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს და მომხმარებელთა მოთხოვნებზე ოპერატიულად რეაგირებს.

„ასორტიმენტს მუდმივად ვაფართოებთ - მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად სწრაფად ვრეაგირებთ და თითქმის ყოველდღიურად ვამატებთ ახალ პოზიციებს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმადობაც.

იანვარ-თებერვალი შედარებით ნაკლებად დატვირთული პერიოდი იყო, რაც გამოვიყენეთ შიდა პროცესების დასარეგულირებლად - გავმართეთ გაყიდვების CRM სისტემა, დავალაგეთ ოპერაციული პროცესები, მარაგების მართვა და შესყიდვების მიმართულება, რათა ყველაფერს უფრო სისტემური სახე მიეღო.

ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან - ჩვენი პორტფელი ყოველდღიურად იზრდება და გვყავს არაერთი სტაბილური დამკვეთი, მათ შორის მრავალი მსხვილი და ბრენდული კომპანია “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ARTE სამომავლოდ იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით აქტიურ განვითარებას გეგმავს.

„გვსურს საწარმოს აშენება და გაფართოება. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, და ეტაპობრივად განვახორციელოთ საწარმოს გაფართოება.

გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს იმპორტის მენეჯერის ვაკანსია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება და აქტიურად გავზარდოთ უცხოური პროდუქციის შემოტანა.

პირადად გავდივარ საწარმოს დაფინანსებისა და ექსპორტის კურსს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში ექსპორტის მიმართულებაც სისტემურად განვავითაროთ. შესაბამისად, კომპანია უკვე აქტიურად იწყებს მუშაობას როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის განვითარებაზე “, - აღნიშნავს ნინო გიგინეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ARTE-ს საკმაოდ ბევრი, მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებითა და მაღალი პასუხისმგებლობით. პროდუქცია იწარმოება საქართველოში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით

05.08.2026.12:27

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კატეგორიაში.

Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. 

საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა.
წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. ფინანსური ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა.

გამოცემა ჯილდოს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის შექმნასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.

ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.

„Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეც გამორჩეულად ფასდება.

საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება - ის იმ შესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომელსაც ადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგია ორიენტირებულია ისეთი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

დღეს 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები - იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერი პროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვა ინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით - მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა