მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაფართოება, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და ახალი ობიექტები - „ქეთო'ს“ სამომავლო გეგმებზე

news image
mbc image

ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.

„ასორტიმენტი გავაფართოვე და დავამატე ნიგვზიანი აჯიკა, აფხაზური აჯიკა შებოლილი პაპრიკით, მარაკუიას ჯემი წიწაკით, სვანური მარილი, ასევე „ქეთო’ს“ არომატული მარილების ხაზიც - ბაზილიკით, ტარხუნით, ჟოლოთი და სხვა მიქსები.

ხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, წარმოების პროცესიც უფრო გააქტიურდება “, - ამბობს ქეთი მელაძე.

მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე ასორტიმენტს ვაფართოებ და აქტიურად ვმუშაობ სამომავლო გეგმებზე. თბილისში ობიექტების დამატებას ვგეგმავ, სადაც პროდუქცია განთავსდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

გარდა ამისა, ვგეგმავ მცირე კაფისა და მაღაზიის გახსნას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი წიწაკაა, რაც მას გამორჩეულ პიკანტურ გემოს ანიჭებს. „ქეთოს“ პროდუქცია ხშირად მიაქვთ საჩუქრად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი შეძენა შესაძლებელია „ბაზარი ორბელიანზე“, ასევე ონლაინ ბრენდის Facebook გვერდის მეშვეობით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა