გაფართოება, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და ახალი ობიექტები - „ქეთო'ს“ სამომავლო გეგმებზე
ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.
„ასორტიმენტი გავაფართოვე და დავამატე ნიგვზიანი აჯიკა, აფხაზური აჯიკა შებოლილი პაპრიკით, მარაკუიას ჯემი წიწაკით, სვანური მარილი, ასევე „ქეთო’ს“ არომატული მარილების ხაზიც - ბაზილიკით, ტარხუნით, ჟოლოთი და სხვა მიქსები.

ხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, წარმოების პროცესიც უფრო გააქტიურდება “, - ამბობს ქეთი მელაძე.
მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე ასორტიმენტს ვაფართოებ და აქტიურად ვმუშაობ სამომავლო გეგმებზე. თბილისში ობიექტების დამატებას ვგეგმავ, სადაც პროდუქცია განთავსდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
გარდა ამისა, ვგეგმავ მცირე კაფისა და მაღაზიის გახსნას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი წიწაკაა, რაც მას გამორჩეულ პიკანტურ გემოს ანიჭებს. „ქეთოს“ პროდუქცია ხშირად მიაქვთ საჩუქრად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი შეძენა შესაძლებელია „ბაზარი ორბელიანზე“, ასევე ონლაინ ბრენდის Facebook გვერდის მეშვეობით.

სხვა სიახლეები
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
14.09.2026.18:19
სექტემბერი ბევრი ჩვენგანისთვის ახალი ეტაპის დასაწყისთან ასოცირდება. ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ ერთდროულად არაერთი საჭიროება ხდება აქტუალური: ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება, გარდერობის სეზონური განახლება, ტექნიკის შეძენა, სახლისთვის საჭირო ნივთების დამატება თუ ყოველდღიური რუტინის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები.
როცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი ერთ პერიოდს ემთხვევა, მათი ერთბაშად დაფარვა თვის ბიუჯეტზე საგრძნობლად აისახება. სწორედ სექტემბრისთვის Silk Bank-მა მერე ბარათისა და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მოამზადა, რომელიც საჭირო შენაძენების ღირებულების უფრო ხანგრძლივ პერიოდზე განაწილების შესაძლებლობას იძლევა.
14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ ობიექტში მერე ბარათით შეძენილი ნივთის ან სერვისის ღირებულებას 12 თვეზე გაანაწილებ, ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.
შეთავაზება განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის შენაძენი გაქვს დაგეგმილი. მაგალითად, შეგიძლია შეიძინო ახალი სეზონისთვის საჭირო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, კოსმეტიკა, სახლის ნივთები, სპორტული პროდუქცია ან ისარგებლო სითი მოლში წარმოდგენილი სხვადასხვა სერვისით და მთლიანი ხარჯი ერთ თვეში არ დაფარო.
12-თვიანი განაწილება საშუალებას გაძლევს, შედარებით დიდი ან რამდენიმე სხვადასხვა შენაძენის ღირებულება თანაბრად გაანაწილო. ამგვარად, საჭირო ნივთების შეძენა კონკრეტულ მომენტში შეგიძლია, გადახდას კი ეტაპობრივად გააგრძელებ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამასთან, შენაძენს დამატებითი ხარჯები არ ემატება და პირობები ეფექტურ 0%-ს ითვალისწინებს.
აქციის ფარგლებში კონკრეტული ბრენდის ან კატეგორიის შერჩევაც არ გიწევს. შეთავაზება სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ ობიექტში მოქმედებს, რაც საშუალებას გაძლევს, ერთ სივრცეში სხვადასხვა საჭიროების ნივთები შეიძინო.
სითი მოლში 400-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი მოდის, სილამაზის, სპორტის, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო ნივთების, კვების, გართობისა და ყოველდღიური მომსახურების მიმართულებით. შესაბამისად, შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ყოველდღიური საჭიროებების, ისე შედარებით მნიშვნელოვანი შენაძენების შემთხვევაში.
მერე ბარათი Silk Bank-ის საკრედიტო ბარათია, რომელზეც მომხმარებელს 50-დან 30 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება შეუძლია. მისი გამოყენებით შენაძენის ღირებულების რამდენიმე თვეზე განაწილებაა შესაძლებელი, რაც თვის ხარჯების წინასწარ დაგეგმვასა და ბიუჯეტის უფრო მოქნილად მართვაში გეხმარება.
თუ მერე ბარათი ჯერ არ გაქვს, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია ონლაინ, Silk მობაილბანკში, ასევე Silk Bank-ის ფილიალებსა და პარტნიორ ობიექტებში.
შეთავაზება მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, იმოქმედებს. ამ პერიოდში სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანში მერე ბარათით შეძენილი ნივთებისა და სერვისების ღირებულების 12 თვეზე, ეფექტურ 0%-ად განაწილებას შეძლებ.
გაქვს ახლა, იხდი მერე!
მისამართი:
სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1