გაფართოებული ასორტიმენტი და მზარდი საექსპორტო მიმართულება - რა გეგმებზე მუშაობს „ოჯახური“
ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასორტიმენტის განვითარებას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების დამატებას , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ქეთი ბარნაბიშვილმა განუცხადა.
რომელი მნიშვნელოვანი სიახლეები და ახალი პროდუქტები დაამატეთ ასორტიმენტს ბოლო პერიოდში?
ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ასორტიმენტის განვითარებაზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მეტად მორგებულ პროდუქტებზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა მზა სანელებლების ნაზავების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კულინარიულ პროცესს.
მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, გავაფართოვეთ ისეთი პროდუქტების ხაზი, როგორიცაა სხვადასხვა კერძისთვის განკუთვნილი მზა საკმაზები, მათ შორის ყაურმის, ფლავის, ხორცისა და სხვა კერძების სანელებლები.
ამ პროდუქტების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ისინი უკვე დაბალანსებულია და მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა სანელებლის ცალკე შერჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე, სწრაფი ცხოვრების ტემპის პირობებში.
მთლიანობაში, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ასორტიმენტი, რომელიც ერთდროულად იქნება პრაქტიკული, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად მორგებული როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სამზარეულოზე.
როგორ ვითარდება კომპანიის საექსპორტო მიმართულება? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?
საექსპორტო მიმართულება „ოჯახურისთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული და დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა. ბოლო პერიოდში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარება და ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ასორტიმენტი საექსპორტო მიმართულებით ნაწილობრივ განსხვავდება ადგილობრივი ბაზრისგან. კონკრეტულად, გვაქვს პროდუქციის კატეგორიები, რომლებიც სპეციალურად უცხოური ბაზრებისთვის იწარმოება.
საექსპორტო მიმართულებით წარმოდგენილია რამდენიმე სახეობის მურაბა, ტყემალი, აჯიკა და მწნილეული. ასევე, ამ ასორტიმენტში შედის დაკონსერვებული ვაზის ფოთოლი, ეკალა და ღანძილი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით მოთხოვნადია უცხოეთში ქართული სამზარეულოს მოყვარულ მომხმარებლებს შორის.
ამ ეტაპზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება როგორც უკვე არსებულ ბაზრებზე, ისე ახალი მიმართულებებიდანაც. ტრადიციულად აქტიური რჩება ევროპული ბაზრები, თუმცა პარალელურად ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ექსპორტის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა მთავარი მიზნები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წლის დარჩენილი პერიოდისთვის „ოჯახურის“ მთავარი მიზანია სტაბილური ზრდის შენარჩუნება და განვითარების იმ ტემპის გაგრძელება, რომელიც წლის დასაწყისში ჩამოვაყალიბეთ.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კვლავ წარმოების გაძლიერება და პროცესების ოპტიმიზაციაა, რაც საშუალებას მოგვცემს, მზარდ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ეფექტურად ვუპასუხოთ.
პარალელურად, ვაგრძელებთ ასორტიმენტის განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც ამარტივებს კულინარიულ პროცესს და მომხმარებლის ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის.
საექსპორტო მიმართულებით, ჩვენი მიზანია არსებული ბაზრების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი პარტნიორობების შექმნა, რაც ეტაპობრივად გაზრდის „ოჯახურის“ გეოგრაფიულ დაფარვას.
ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას ბრენდის ცნობადობის ზრდაზე და მომხმარებელთან უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე, როგორც ციფრულ არხებში, ისე სხვადასხვა პროექტებისა და თანამშრომლობების ფარგლებში.
მთლიანობაში, ჩვენი მიზანია, „ოჯახური“ ჩამოვაყალიბოთ როგორც ძლიერი, სანდო და თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც თანაბრად წარმატებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
სხვა სიახლეები
„პრიმო ელიტი“ ალდაგისგან - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე
26.10.2026.14:53
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდმა პრიმომ ავტოდაზღვევის მიმართულებით ახალიპროდუქტი - „პრიმო ელიტი“ წარადგინა. პროდუქტი სპეციალურად 5 წლამდე ავტომობილებისთვის შემუშავდადა უახლესი მოდელების მფლობელებს, როგორც ცენტრიდან შეძენილი, ისე იმპორტირებულიავტომობილებისთვის ექსკლუზიურ სადაზღვევო პირობებსა და გაფართოებულ დაფარვებს სთავაზობს.
სტანდარტული პრიმოსგან განსხვავებით, პრიმო ელიტი კიდევ უფრო მეტ დაფარვას, თითქმისგამონაკლისების გარეშე ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ პირობებსა და ბენეფიტებს ითვალისწინებს. სადაზღვევო შემთხვევის დროს პრიმო ელიტის მფლობელებს ავტომობილის აღდგენა ავტორიზებულ ანპრემიუმ სერვისცენტრებში შეეძლებათ, ხოლო თუ აღდგენა შეუძლებელია, ნაწილები ორიგინალი ნაწილებითშეიცვლება, დამატებითი ხარჯის გარეშე.
გარდა ამისა, პრიმო ელიტი სხვა გაუმჯობესებულ პირობებსაც ითვალისწინებს:
ავტომობილის აღდგენის სერვისის სრულყოფა ალდაგის მიერ ემსახურება მომხმარებლის სრულ კომფორტსდა მისი ავტომობილის ქარხნული გარანტიისა და ავტომობილის საბაზრო ღირებულების უპირობოშენარჩუნებას.
მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, პრიმო ელიტის მფლობელებსემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს: დოკუმენტაციის მომზადებიდან, საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სერვისცენტრშიტრანსპორტირებამდე. ამასთან, პაკეტი მოიცავს ყოველდღიური საჭიროების ასისტანს-სერვისებს: 24/7 მხარდაჭერას, ადგილზე საწვავის მიწოდებას, საბურავის შეცვლას, აკუმულატორის დატენვასა დაშემთხვევის დადგომისას ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით უზრუნველყოფას.
სტანდარტულ სადაზღვევო დაფარვებთან ერთად - რაც ავტოსაგზაო შემთხვევის, მესამე პირთამართლსაწინააღმდეგო ქმედების, ვანდალიზმის, ხანძრის, აფეთქებისა და სტიქიური მოვლენების შედეგადმიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, პრიმო ელიტი, ასევე ითვალისწინებს მესამე პირისადმიპასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას გაზრდილილიმიტებით.
“პრიმო ელიტის კონცეფცია სცდება კლასიკური დაზღვევის ჩარჩოებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნაპროდუქტი, რომელიც სპეციალურად 5 წლამდე ასაკის ავტომობილებზეა მორგებული - მიუხედავად იმისა, ავტომობილი ადგილობრივ ცენტრშია შეძენილი თუ ინდივიდუალურად შემოყვანილი. ეს არის ახალისტანდარტი ქართულ ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ავტომობილის მაღალი დონისუსაფრთხოებასა და მოვლას გაზრდილი ლიმიტებით, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ ლაიფსტაილზემორგებულ ექსკლუზიურ პრივილეგიებსა და სრულყოფილ კომფორტს“, - აცხადებენ ალდაგში.