მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

გაფრთხილდით - სესხის შეთავაზება შესაძლოა თაღლითური სქემა იყოს

news image
mbc image

ფიქსირდება ფინანსური თაღლითობის შემთხვევები, როდესაც თაღლითები მომხმარებლებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების სახელით უკავშირდებიან და სესხის აღებას ან არსებული სასესხო პირობების გაუმჯობესებას სთავაზობენ. ნდობის მოსაპოვებლად ისინი თავს კონკრეტული კომერციული ბანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად ასაღებენ.

თაღლითური სქემის ფარგლებში, მომხმარებლებს სთავაზობენ სესხის არსებულზე უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, გადახდის ვადის გახანგრძლივებას ან ყოველთვიური შენატანის შემცირებას. შეთავაზებები ხშირად იმდენად მიმზიდველია, რომ მომხმარებელს უჩნდება განცდა, თითქოს მას ფინანსური ინსტიტუტისგან განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა.

ფიქსირდება კომბინირებული შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელს თავდაპირველად კომერციული ბანკის სახელით უკავშირდებიან და სესხს სთავაზობენ, მოგვიანებით კი უკვე ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და თავდაპირველი შეთავაზების პირობების გაუმჯობესებას ჰპირდებიან.

აღნიშნული მიდგომით თაღლითები ცდილობენ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას და შეთავაზების სანდოობაში მის დარწმუნებას. კომუნიკაციის პროცესში ისინი სხვადასხვა მიზეზით ითხოვენ ინტერნეტბანკის ან მობილბანკის ავტორიზაციის მონაცემებს, პაროლებსა და ვერიფიკაციის ერთჯერად კოდებს.

მომხმარებლებისგან ამგვარად მოტყუებით მოპოვებული მონაცემების საშუალებით თაღლითებს ეძლევათ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომისა და თანხების განკარგვის შესაძლებლობა. მათ შორის, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის მიერ დაუფიქრებლად გაზიარებული ინტერნეტ/მობილ ბანკის მონაცემცების მეშვეობით თაღლითები მომხმარებლის სახელზე არსებულ წინასწარ დამტკიცებულ სასესხო შეთავაზებებს ააქტიურებენ და მიღებულ თანხებსაც ითვისებენ.

მსგავსი თაღლითური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

• არ გააზიაროთ კონფიდენციალური საბანკო ინფორმაცია: არასდროს გადასცეთ მესამე პირებს ინტერნეტბანკისა და მობილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი, ერთჯერადი ავტორიზაციის კოდი ან სხვა კონფიდენციალური მონაცემები; ბანკის წარმომადგენელი არასდროს მოგთხოვთ კონფიდენციალური ინფორმაციის, როგორიცაა ინტერნეტ/მობილ ბანკში შესასვლელი ან საბარათე მონაცემები, გაზიარებას სიტყვიერად ან საკომუნიკაციო საშუალებებში;

• გადაამოწმეთ სესხის შეთავაზება: თუ დაგიკავშირდნენ ბანკის სახელით და შემოგთავაზეს სესხი ან არსებული პირობების გაუმჯობესება, ინფორმაცია გადაამოწმეთ უშუალოდ ბანკის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით. თუ შეთავაზება ნამდვილია, აღნიშნული ინფორმაცია თქვენს სივრცეში იქნება მისაწვდომი ბანკის ციფრულ არხში;

• არ ენდოთ მხოლოდ ორგანიზაციის სახელით წარმოდგენას: თაღლითებმა შესაძლოა გამოიყენონ რეალური ფინანსური ინსტიტუტების სახელები და თანამშრომლების ვინაობა, ამიტომ მხოლოდ სატელეფონო საუბარი ან შეტყობინება შეთავაზების სანდოობას არ ადასტურებს. დაუკავშირდით ფინანსურ დაწესებულებას ღიად მისაწვდომი საკონტაქტო არხებით და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ თქვენი ბანკთან აქტიურად დაკავშირების გზით;

• ყურადღებით შეაფასეთ მიმზიდველი შეთავაზებები: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, როდესაც გთავაზობენ არარეალურად ხელსაყრელ პირობებს ან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას გთხოვენ. ყველა შეთავაზების ნამდვილობა გადაამოწმეთ შეთავაზების განმცხადებელი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და იქ განახორციელეთ შემდგომი სარგებლობა

• გადაამოწმეთ საბანკო ოპერაციები: ყურადღებით წაიკითხეთ ერთჯერადი კოდით დასადასტურებელი ოპერაციის დეტალები და არ დაადასტუროთ თქვენთვის უცნობი ტრანზაქცია ან სასესხო განაცხადი;

• საეჭვო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს: თუ უკვე გააზიარეთ ავტორიზაციის მონაცემები ან შეამჩნიეთ უცნობი საბანკო ოპერაცია.

გახსოვდეთ, ფინანსური ინსტიტუტის სახელით მიღებული ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც კონფიდენციალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს, განსაკუთრებულ სიფრთხილეს და დამატებით შეფასებას საჭიროებს. პირადი და საბანკო ინფორმაციის დაცვა ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და თითოეული მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაფრთხილდით - სესხის შეთავაზება შესაძლოა თაღლითური სქემა იყოს

18.11.2026.16:06

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა