მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო

news image
mbc image

გაიარე მეტი მშვიდად, თავისუფლად და პასუხისმგებლობით - ამ კონცეფციით შეიქმნა „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. „გაიარე მეტი“ - ამ სახელწოდების ქვეშ მოქცეულ აქტივობებს ერთი პრინციპი და მესიჯი აერთიანებს: მეტი გზის გასავლელად ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად. კამპანია კიდევ ერთხელ ახსენებს ავტომფლობელებს, რომ მეტის გავლა მხოლოდ ფიზიკურ დისტანციას სულაც არ ნიშნავს - ეს არის თავისუფლება, ახალი გეგმები და თავგადასავლები, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს. 

მასშტაბური კამპანია ანიმაციური ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელშიც მთავარი გმირი ავტომობილია. ვიდეო სრულად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შეიქმნა, რომელზეც „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის გუნდმა AI კონტენტის სტუდიასთან, Buff Labs-თან ერთად იმუშავა. 

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მეტი გზის გასავლელად რომ ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად, ეს მხოლოდ მესიჯი არ არის, ეს არის იდეა, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ წლებია, ერთგულად მიჰყვება. კამპანიაც „გაიარე მეტი“ ამ მიზანს ემსახურება. გვსურს, ავტომფლობელებს შევახსენოთ, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ პირადი კომფორტი და უსაფრთხოება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა გარშემომყოფების მიმართ. 

ამასთან ერთად, გვინდა, რეალურად შევცვალოთ მძღოლების ქცევა და რუტინული შემოწმება აუცილებელ, პოზიტიურ ჩვევად ვაქციოთ. ამიტომაც ავირჩიეთ სახალისო ანიმაციური ფორმა და Pixar-ის სტილის პერსონაჟი. ვიდეო Buff Labs-თან კოლაბორაციით გადავიღეთ და შევეცადეთ, ერთი შეხედვით, რთულ ტექნიკურ საკითხებზე ყველასათვის გასაგებ, მეგობრულ ენაზე გველაპარაკა. გვინდოდა,  გვეჩვენებინა, რომ ავტომანქანაზე ზრუნვა მისი „გამოცოცხლებაა“ ახალი სეზონისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის“.

ყინვა, ტემპერატურის ცვლილება, ქიმიურად დამუშავებული გზები - ზამთრის სეზონი ავტომობილისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია. გაზაფხული კი ის კრიტიკული ეტაპია, როდესაც მანქანას შესაბამისი მოვლა და ერთგვარი „გადაწყობა“ სჭირდება.  

კამპანია „გაიარე მეტი“ ამ საჭიროებებსაც ზუსტად პასუხობს და მძღოლებს ახსენებს, რომ თითოეული დეტალი, იქნება ეს ზეთისა, ფილტრის განახლება, საბურავების სეზონური ცვლილება , აკუმულატორის მდგრადობა თუ მუხრუჭების სიზუსტე, მჭიდრო კავშირშია გადაადგილების თავისუფლებასთან. პროდუქტების ხარისხს კი, რომელსაც ავტომფლობელი ირჩევს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ამ საგაზაფხულო ტრანსფორმაციის საილუსტრაციოდ, „გაიარე მეტის“ ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ არაერთ აქტივობას გეგმავს. სულ მალე ქუჩებში მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდება. კომპანიაში დეტალებს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ავტომობილისთვის საჭირო იმ მთავარ პროდუქტებს გააცოცხლებს, რომლებზედაც მისი გამართულობა და მართვის ხარისხი დგას. 

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანია „გაიარე მეტი“ მრავალფეროვანი და დინამიკურია. ჩვენი მიზანი იყო, ერთ კონცეფციაში მოგვექცია მომხმარებლის საჭიროება, კომფორტი და სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც საგაზაფხულო სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. გვსურს, მძღოლებს შევთავაზოთ მარტივი გზა - ერთი სივრცე მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და სერვისით. ამიტომაც კამპანიის განმავლობაში პერიოდულად გვექნება სპეციალური აქციები, რაც ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება, დროულად იზრუნოს მანქანის გამართულობასა და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე. 

კამპანიის ფარგლებში ვგეგმავთ 360-გრადუსიან კომუნიკაციას, დაწყებული ციფრული არხებით, შემეცნებითი კონტენტითა თუ მასშტაბური ინსტალაციებით, როგორიც ჩვენს სფეროში აქამდე არ გაკეთებულა. გარდა ამისა, კამპანია ფაქტობრივად ორი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. მთელ ამ პერიოდში მუდმივად დავამატებთ ახალ ანიმაციურ კონტენტს, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებსა და მინიპროექტებს, რათა მომხმარებლის ინტერესი ზაფხულის ბოლომდე შევინარჩუნოთ“.

კამპანიის სამიზნე აუდიტორია ფართოა და, მძღოლებთან ერთად, ქვეითებსა თუ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოსარგებლეებს აერთიანებს, რადგან გამართული ავტომობილი ყველასათვის უსაფრთხო გარემოს ნიშნავს. სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია „გაიარე მეტის“ ფარგლებში გაწერილი თითოეული აქტივობა და შეთავაზება. „თეგეტა მოტორსში“ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური საჭიროება, არამედ პასუხისმგებლობაა. 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე - დავით სონღულაშვილი

21.09.2026.12:55

ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული მეღვინეობის შემდგომი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირება.

„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ღვინის მოხმარება და მომხმარებლის დამოკიდებულება იცვლება, ხოლო საერთაშორისო ბაზრები მუდმივად გარდაიქმნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ ქართული პროდუქცია აუცილებლად იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ზუსტად ამას ემსახურება თითოეული ის რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, წლევანდელი რთველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ მევენახეების წახალისებაა, რომლებიც ვენახს სათანადოდ უვლიან, ვაზს ზომიერად ტვირთავენ და მაღალი შაქრიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ყურძენს აწარმოებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაზი ისე დავტვირთოთ და ისე მოვუაროთ, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოგვცეს. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვისაც, რადგან ხარისხიანი ყურძნის წარმოებამ, საბოლოო ჯამში, მას მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებამ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა