მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

news image
mbc image

20%-იანი ფასდაკლება Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე, 10%-იანი ფასდაკლება თურქული ბრენდის Petlas-ის საბურავებზე და საბურავების სპეციალური ფასები დისკის ზომების მიხედვით - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ამ პერიოდში საბურავების შეძენა 69 ლარიდან არის შესაძლებელი, აკუმულატორების კი - 109 ლარიდან. აქცია კამპანიის „გაიარე მეტი“ ფარგლებში მიმდინარეობს.

შეთავაზება ზაფხულის სეზონს უკავშირდება, როდესაც ავტომფლობელები შორ მანძილზე უფრო აქტიურად გადაადგილდებიან. იზრდება ავტომობილზე დატვირთვა და, შესაბამისად, მისი ტექნიკური მზადყოფნის მნიშვნელობაც.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „აგვისტო ორი მიზეზით არის განსაკუთრებული თვე. ერთი მხრივ, ეს წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და აკუმულატორის რესურსი მაღალი ტემპერატურის გამო მცირდება. მეორე მხრივ კი, ეს მაღალი მობილობის თვეა - ადამიანები ბევრს მოგზაურობენ და აქტიურად გადაადგილდებიან ქალაქებს შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საუკეთესო შეთავაზება ზუსტად მაშინ მოვუმზადოთ მომხმარებლებს, როდესაც ეს პროდუქტები მათ ყველაზე მეტად სჭირდება.

გარდა იმისა, რომ „თეგეტა მოტორსი“ ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელია, ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მომხმარებელს ავუხსნათ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობიანი მძღოლი. საუბარია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის უსაფრთხოებაზეც - გაუმართავი ავტომობილის მართვა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან. სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებები მხოლოდ ფასდაკლება არ არის, ეს პრევენციის კულტურის განვითარების ნაწილია“.

 

ფასდაკლების პარალელურად კომპანია მომხმარებელს მეორადი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობასაც სთავაზობს - ძველი აკუმულატორი ფასდება და მისი ღირებულება ახალი პროდუქტის ფასს აკლდება. ეს პირობა მიმდინარე შეთავაზების პარალელურად მოქმედებს, ხოლო ჩაბარებული აკუმულატორი შესაბამისი წესით გადამუშავდება.

გარდა ამისა, საბურავებზე კომპანიამ კონკრეტულ ბრენდებზე დისკის თითოეული ზომისთვის ინდივიდუალური ფასი განსაზღვრა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად თავისი ავტომობილის შესაბამისი პროდუქტი კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეარჩიოს.

აგვისტოში მიმდინარე ყველა შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ მოქმედებს.

 

 „თეგეტა მოტორსს“ ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ფილიალებში მომხმარებელს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხვდებიან, რომლებიც ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ეხმარებიან სასურველი პროდუქტის შერჩევაში - იქნება ეს საბურავი, აკუმულატორი თუ სხვა.კამპანია „გაიარე მეტი“ კი ასახავს ხედვას - მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა