„გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. უკვე 30 წელია კომპანია ცდილობს, მძღოლებისთვის გზაზე გავლილი ყოველი კილომეტრი თავისუფლების, ახალი გეგმებისა და თავგადასავლებისკენ სვლად აქციოს, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს.
კამპანიის ფარგლებში, სპეციალური შეთავაზებები Bridgestone-ისა და Petlas-ის ზაფხულის საბურავებზე გავრცელდება და 15%-იანი ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებს შეეხება. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ Varta-ს, Energizer-ისა და Exide-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. აღნიშნული ბრენდები ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში საიმედო მუშაობით გამოირჩევა.
დამატებით, 11 მაისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Bridgestone-ის პრემიუმ ხარისხის საბურავები ონლაინ - Tegetashop.ge-ზე ან „თეგეტას“ აპლიკაციაში - თიბისი ბანკის განაწილებით შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნონ. ქეშბექი ერთგულის ყულაბაზე 15 მაისამდე აისახება.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს, რაც ავტომობილზე პირდაპირ გავლენას ახდენს. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შევხვდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტების განახლება, როგორიც საბურავებია. ზამთრის საბურავების ზაფხულის საბურავებით ჩასანაცვლებლად მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლება შევთავაზეთ Bridgestone-ის პრემიუმ და Petlas-ის საშუალო სეგმენტის პროდუქციაზე, რომლებიც ხარისხით, გამძლეობითა და ეფექტიანობით გამოირჩევა.
ანალოგიური საჭიროება დგას აკუმულატორების შემთხვევაშიც. ზამთრის პერიოდში მათი რესურსები ხშირად ბოლომდე ამოწურვადია და ზაფხულის სეზონისთვის განახლებას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც შეთავაზებაში მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქტები შევარჩიეთ - VARTA-ს, Energizer-ისა და Exide-ის. ჩვენი მიზანია, ზაფხულის სეზონის დადგომისას წარმოქმნილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისთვის კი გარდამავალი დრო, მაისის თვე შევარჩიეთ“. 
მაისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას უკავშირდება. ამიერიდან „თეგეტა მოტორსში“ გადახდა შესაძლებელია American Express (AmEx)-ის საკრედიტო ბარათით, რაც მომხმარებლებს დამატებით სარგებელს აძლევს. 31 მაისის ჩათვლით AmEx ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ - მაქსიმუმ 10 000 ქულას თვის განმავლობაში.
ამ შეთავაზებების მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება სეზონურ ცვლილებებს. ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი კომპონენტების ჩანაცვლება აუცილებელია.
„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
09.05.2026.17:23
თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა.
ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.
მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში.
კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.
თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.
აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.