მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება

news image
mbc image

გადაადგილება მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას არ ნიშნავს. გავლილი გზა შეიძლება კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობადაც იქცეს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „გაიარე მეტი“, რომელსაც კომპანიამ საქველმოქმედო მიმართულებაც შესძინა და სოციალურად დაუცველ და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს გვერდში დაუდგა. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ ბავშვებს ესტუმრა, სხვადასხვა აქტივობით გაუხალისა დღე, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა და საქველმოქმედო მოტო მარათონს დაუჭირა მხარი. ყველა ინიციატივას ერთი მიზანი აერთიანებს: ყოველი გავლილი კილომეტრი იმ ბავშვების მხარდასაჭერად გამოიყენოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, დღის ცენტრების ბენეფიციარი ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა. ამასთანავე, კრუიზერების კლუბ Black Bells Garage-ის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო მოტომარათონს შეუერთდა. მარათონი, რომელიც ივნისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, მოტოსპორტის მოყვარულ ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებდა. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი კილომეტრი უნდა გაევლოთ, გავლილი მანძილი კი საქველმოქმედო მიზანს დაუკავშირდა.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გაიარე მეტი“ მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს და ადამიანებისთვის რეალურ მოქმედებად იქცეს. მოტომარათონმა ამ იდეას კიდევ ერთი განზომილება შესძინა - მონაწილეებს შეეძლოთ, მეტი გაევლოთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საბოლოო შედეგი სხვებისთვის სასარგებლო გამხდარიყო.
მარათონის ფარგლებში, მონაწილეების მიერ 300 000 კილომეტრის გავლის შემთხვევაში „თეგეტა მოტორსს“ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უნდა გადასცემოდათ - გვინდოდა, ეს მიღწევა კონკრეტულ საქველმოქმედო მხარდაჭერად გარდაქმნილიყო. მარათონის მონაწილეებმა კი დასახულ მიზანს გადააჭარბეს - 120-ზე მეტმა ადამიანმა ერთობლივად 400 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

ამავე დროს, კამპანიის „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ ფარგლებში, ჩვენი ყურადღება ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაზეა მიმართული. ეს ორი ინიციატივა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივე გვაჩვენებს, რას შეიძლება ნიშნავდეს „გაიარე მეტი“ პრაქტიკაში - იყო აქტიური, მიიღო ახალი გამოცდილება, იზრუნო საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამავდროულად შენი ჩართულობით სხვებისთვისაც სასარგებლო შედეგი შექმნა“.

„თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, აქტიური ცხოვრების წესის წახალისებასთან ერთად კი კონკრეტულ საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ამ მარათონში მონაწილეობა მხოლოდ მოტოსპორტის მხარდაჭერას არ გულისხმობდა - მნიშვნელოვანი იყო, რომ კამპანიის იდეა რეალურ მოქმედებად ქცეულიყო და თითოეული მონაწილის ძალისხმევას საერთო შედეგი შეექმნა.

ამავე მიდგომას ეფუძნება კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრების დაახლოებით 25 ბენეფიციარი ბავშვისთვის საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი მოეწყო. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ბავშვებმა საგზაო მოძრაობის ძირითად წესებზე, უსაფრთხო გადაადგილებასა და ყოველდღიურ სიტუაციებში საკუთარი თავისა და სხვების დაცვის გზებზე ინფორმაცია მიიღეს. მათ კითხვების დასმა, რეალური შემთხვევების განხილვა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა შეეძლოთ.

ინიციატივა „თეგეტას“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით შესრულებული აქტივობების გაგრძელებაა. მანამდე, კამპანიის ფარგლებში, ტრენინგები სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 მოსწავლისთვის გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

12.11.2026.18:02

საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.

ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.

თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.
სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.

არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა