მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ წამოიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეა ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ტრენინგებში სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 ბავშვი ჩაერთო.

კამპანია აპრილში დაიწყო, სასკოლო აქტივობები კი მაისისა და ივნისის განმავლობაში გადანაწილდა. პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხო გადაადგილების პრინციპებს მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან ადაპტირდა.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანიის ფარგლებში, სკოლებში უსაფრთხოების ტრენინგები გავმართეთ, რომლებსაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე სპიკერი, რომლებმაც ბავშვებთან უსაფრთხოებაზე, საგზაო ნიშნებსა და გზის გადაკვეთის წესებზე ისაუბრეს. ვაჩვენეთ თემატური ვიდეო, რასაც სპიკერების ახსნა-განმარტება მოჰყვებოდა, შემდეგ კი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

გვინდა, ბავშვებამდე მივიტანოთ მესიჯი, რომ ზებრა და შუქნიშანი არ ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში გზის გადაკვეთამდე და დავიცვათ საგზაო წესები. ახლანდელი თაობა სულ უფრო დამოუკიდებლად გადაადგილდება ქუჩებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკვე 30 წელია, „თეგეტა“ საუბრობს და ზრუნავს უსაფრთხოებაზე. წელს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზიარება ყველას მხრიდან - როგორც მძღოლის, ისე ქვეითის“.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს. 

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საგზაო უსაფრთხოება ცალკეული აქციებითა და კამპანიებით არ მიიღწევა - ეს არის კულტურა, რომელიც ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ „თეგეტაში“ წლების განმავლობაში სისტემურად ვმუშაობთ ამ კულტურის დასამკვიდრებლად. ამჯერად, ახალ თაობას მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით, რა წესები არსებობს, როგორ უნდა დაიცვან და რა საფრთხეებია გზაზე.

ჩვენი ხედვით, ცვლილება იქ იწყება, სადაც მომავალი თაობა იზრდება - სკოლასა თუ ოჯახში. თუ ბავშვი დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლის წესების დაცვას, საფრთხის შეფასებასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ის მომავალში იქნება როგორც გონიერი ქვეითი, ისე გონიერი მძღოლი. სამწუხაროდ, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საგზაო კულტურის დეფიციტს ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგებამდეც მივყავართ. ამიტომ ცნობიერების ამაღლება არ არის არჩევანი - ეს არის აუცილებლობა.

ამ მიდგომით ვირჩევთ პარტნიორებსაც: Bridgestone-ის ღირებულებებიც სწორედ უსაფრთხოებას ეფუძნება და მისი CSR სტრატეგია სრულად ეხმიანება ჩვენს ხედვას. ერთად მუშაობით ვცდილობთ, რომ თითოეულ ბავშვამდე მივიტანოთ მთავარი მესიჯი - როცა გზაზე ხარ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ, დავიცვათ წესები და გავიაროთ მეტი უსაფრთხოდ“.

ტრენინგების გარდა, კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლის ეზოებში დახატული საგანმანათლებლო თამაში - „კლასობანას“ მსგავსი ინტერაქცია, რომელიც სპეციალურად უსაფრთხოების თემაზეა მორგებული და შესაბამისი ინსტრუქციით არის აღჭურვილი. ეზოში დახატული თამაში სკოლებში დარჩება. გარდა ამისა, მონაწილე ბავშვებს კამპანიის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კომპლექსურია და მოიცავს როგორც მძღოლების, ისე ქვეითების უსაფრთხოებას. პროექტი „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ქალაქში მოძრავი დიდი ზომის საბურავისა და აკუმულატორის ინსტალაციებსა და სხვა ტიპის აქტივობებს მოიცავს და ხაზს უსვამს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მნიშვნელობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ამარტივებს საქართველოს ბანკის განახლებული ბიზნეს მენეჯერი საქმიანობას? - შოკოტელას გამოცდილება

05.11.2026.19:23

რვაწლიანი საავიაციო კარიერისა და ბორტგამცილებლის პროფესიის შემდეგ  მარიამ კაპანაძემ ბავშვობის ჰობი, ხელოვნება და კულინარია, ბიზნესად აქცია. ასე შეიქმნა შოკოტელა – ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი, რომლის თითოეული ფილა დახვეწილ გემოებსა და უნიკალურ ფორმებს აერთიანებს.

თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად ყოველდღიურობაში ჩნდება წარმოების, მაღაზიებისა და შეკვეთების მართვის რთული ამოცანები.

ერთიანი ეკოსისტემა და მეტი ხილვადობა

სწორედ რუტინული საოპერაციო და ფინანსური პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს და 4 მოდულისგან შედგება:

• გადახდების მენეჯერი: ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიიდან შემოსულ თანხებს ერთ ადგილას აერთიანებს. მისი დახმარებით მარტივად მართავთ ტრანზაქციებს და ამატებთ გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს.

• API მენეჯერი: თქვენს სისტემებს პირდაპირ აკავშირებს საბანკო სერვისებთან, რაც პროცესებს ავტომატურს ხდის და მომხმარებელს ავტორიზაციასა თუ ანგარიშსწორებას მაქსიმალურად უმარტივებს.

• Ads მენეჯერი: გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ფასდაკლებები თუ ქეშბექი და პირდაპირ დაუკავშირდეთ 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით, რაც ბიზნესს ბაზარზე უფრო ხილვადს ხდის.

• ანალიტიკა: გაჩვენებთ ზუსტ მონაცემებს მომხმარებლების ასაკის, სქესისა და ინტერესების შესახებ. ასე მარტივად სწავლობთ მათ ქცევას, ქმნით ზუსტად მათზე მორგებულ შეთავაზებებს და ზრდით ლოიალობას.

სიახლეები გადახდების მენეჯერში

მარიამი ბიზნეს მენეჯერს განახლებამდეც იყენებდა, თუმცა გადახდების მენეჯერის ახალმა ფუნქციონალებმა ბიზნესის მართვის პროცესი მისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახადა:

“როდესაც ბიზნესი იზრდება, შეკვეთები სხვადასხვა არხიდან განუწყვეტლივ შემოდის. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ფიზიკური მაღაზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან მიღებული თითოეული ტრანზაქციის ხელით გადამოწმება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განახლებული გადახდების მენეჯერით კი ეს ყველაფერი რეალურ დროში, ერთ სივრცეში ჩანს.”

პლატფორმაზე მონაცემებს თარიღის, ტერმინალის, გადახდის მეთოდისა თუ სტატუსის მიხედვით მარტივად ფილტრავთ, ასობით ტრანზაქციაში სასურველი ჩეკის ხელით ძებნა აღარ გიწევთ.

მარტივად აკონტროლებთ, რომელმა ფილიალმა იაქტიურა, როგორი გადახდის მეთოდს ირჩევენ მომხმარებლები და რა სტატუსი აქვს თითოეულ ჩარიცხვას. ასეთი მოწესრიგებული მონაცემები გეხმარებათ, წამებში ჩამოტვირთოთ ბუღალტერიისთვის საჭირო ანგარიში და ზუსტად იცოდეთ, რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმა დღის ბოლოს.

საწყის ეტაპზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და საგადახდო სისტემის გამართვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შოკოტელას ვებგვერდი აქვს, მომხმარებლების ნაწილს შეკვეთის სოციალური ქსელით გაფორმება ურჩევნია, ამიტომ მარიამისთვის განახლებული გადახდის ბმული პრაქტიკული აღმოჩნდა:

“სოციალური ქსელებით, მაგალითად ინსტაგრამით, გაყიდვებისას ყველაზე შრომატევადი პროცესი ანგარიშსწორებაა. მომხმარებლისთვის ანგარიშის ნომრის გაგზავნა, ჩეკის მოლოდინი და გადამოწმება ბევრ საფეხურს მოიცავს – გადახდის ბმული კი ამ დროს საუკეთესო და სანდო გამოსავალია.”

გადახდის ბმული პრაქტიკაში ასე მუშაობს: მომხმარებელი არჩევს სასურველ პროდუქტს, თქვენ კი პლატფორმიდან წამებში უგენერირებთ უნიკალურ საგადახდო ლინკს და უგზავნით პირად შეტყობინებაში. მყიდველი თანხას ბარათით, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იხდის.

გარდა იმისა, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივდება, ბმულით მიღებული გადახდები პირდაპირ აისახება ბიზნეს მენეჯერის საერთო სტატისტიკაში. ეს გაძლევთ საშუალებას, ზუსტად აღრიცხოთ სოციალური ქსელებიდან შემოსული თანხები, დაინახოთ რეალური სურათი და დეტალურად გააანალიზოთ გაყიდვების სტატისტიკა ერთიან სივრცეში.

მეტი დრო საყვარელი საქმისთვის

“ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკული სიახლეები ყოველდღიურ საქმეებში დროს დაგვიზოგავს და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, შოკოტელას განვითარებასა და ახალი გემოების შექმნაზე ვიზრუნოთ.”

ბიზნეს მენეჯერის განახლებული ეკოსისტემის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება და დაეხმაროს მეწარმეებს ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და გამარტივებაში. როდესაც ბიზნესის მართვის პროცესში ტექნიკური ბარიერები მცირდება და ყოველდღიური საოპერაციო საკითხები მარტივად გვარდება, დაზოგილი დრო და ენერგია შეგიძლიათ, სრულად საკუთარ იდეასა და საყვარელ საქმეს დაუთმოთ.

გამოცადეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები მარტივად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა