მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School-თან თანამშრომლობით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა.

ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჩააბარონ Miami Ad School Europe-ის პორტფოლიო პროგრამაზე და ისწავლონ სრული დაფინანსებით.

წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ლინუკა ლომთათიძე გახდა და ოქტომბრიდან არტ-დაირექშენის მიმართულებით ისწავლის.

“არასოდეს წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კონკურსში გავიმარჯვებდი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მიზნად დავისახე, ბოლომდე მებრძოლა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და, საბოლოოდ, ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა”, - აღნიშნავს ლინუკა.

ლინუკა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო განათლება მას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის და შეძლებს საკუთარ „პატარა სამყაროსა“ და გლობალურ კრეატივს შორის საზღვრები გადალახოს.

ჟინი, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს

ჟინი, რომელმაც ლინუკა გამარჯვებამდე მიიყვანა, მისთვის დღესაც ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.

“ჩემთვის ჟინი ნიშნავს მწველ სურვილს, რომელიც არ გაჩერებს და სულ ახალ მიზნებს გთავაზობს. ის არის გულის ყველაზე დიდი აჩქარება – როცა მიზანი გაშინებს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერს დათმობ”, - გვიყვება ლინუკა.

სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიულ ცხოვრებაში განვითარება სურთ, ურჩევს, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი.

“არასოდეს დანებდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რომ არ გამოვა ან სიგიჟეა, არავის მოუსმინოთ. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს. ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და ბოლომდე იბრძოლეთ, რადგან როცა ძალისხმევას დებ, მას სამყარო არასოდეს გიკარგავს – ყველაფერი უკან გიბრუნდება. ყველა „სიგიჟე“, რასაც გულით მოისურვებთ, აუცილებლად ახდება”, - ამბობს ლინუკა.

პორტფოლიო, რომელმაც მას წარმატება მოუტანა, შეგიძლია ნახო ვებგვერდზე lomtatidzelinuka.com

ლინუკას ამბავი დასტურია, რომ დიდი ოცნებებიც კი რეალობა ხდება, როცა მას მთელი გულით და მონდომებით ემსახურები.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განაცხადების მიღების ვადა უკვე დასრულებულია, შეგიძლია დაიწყო მომავალი წლისთვის მზადება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:  ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა