მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაიცანით ფინალისტი სტარტაპერები, რომლებიც სილიკონ ველის საგზურისთვის იბრძოლებენ

news image
mbc image

სულ მალე, ბათუმი “საქართველოს სტარტაპ სამიტს” უმასპინძლებს  - ღონისძიებას, რომელიც აჭარისდედაქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ვენჩურულ კაპიტალისტებს, ანგელოზ ინვესტორებს, სტარტაპერებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. პანელური დისკუსიების, თემატური განხილვებისა და მრავალფეროვანი არაფორმალური პროგრამის გარდა, “საქართველოსსტარტაპ სამიტის” ფარგლებში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაც გაიმართება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია. კონკურსში გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც$1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.

 

წლევანდელი “საქართველოს სტარტაპ სამიტი” 20-21 აგვისტოს, საქართველოს ბანკი ბიზნესისმხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართება, ხოლო “სტარტაპების მსოფლიო თასის” შეჯიბრებაში თერთმეტი ქართული სტარტაპი ჩაებმება, ესენია: Awork, Arena Games, Biliki AI, CALEN AI, Forma Healthy, Klipy, Lawformer, Ranko, Sidekick, Telagri და Wempler. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა სექტორსწარმოადგენენ და ბაზარს პრობლემების მრავალმხრივ გადაწყვეტებს სთავაზობენ, ანუ კონკურსი მეტადსაინტერესო და კონკურენტული იქნება. თუკი წინა ორი წლის წარმატებულ გამოცდილებას დავეყრდნობით, გამორიცხული არ არის, ეროვნული შეჯიბრების შედეგად შერჩეული სტარტაპი “სტარტაპების მსოფლიოთასის” გამარჯვებული გახდეს.

 

ამ ბლოგში იმ სტარტაპებს გაგაცნობთ, რომლებიც “სტარტაპების მსოფლიო თასზე” მოსახვედრად და $1-მილიონიანი ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

 

Awork — HR-ტექნოლოგიები

 

Awork-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს თანამშრომლების მაძიებელკომპანიებთან აკავშირებს, მაგრამ პროცესში გადაფურცვლის, ე.წ. “სვაიპინგის” მექანიკას იყენებს, რაც HR-პროფესიონალებს შერჩევას უმარტივებს და რეკრუტინგს მეტად სწრაფ და მოქნილ პროცესად აქცევს. Awork-ის პლატფორმა ბაზრის ორივე მხარის ინტერესებზე არის მორგებული: სამსახურის მაძიებლებსპლატფორმა მათ ინტერესებზე და გამოცდილებაზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს, კომპანიების კი - რუტინული პროცესების გაციფრულებას, თანაც “ერთი ფანჯრის” პრინციპით.

 

Awork-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global in Eurasia-სკურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის ბენეფიციარია. როგორცAwork-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი რაზმაძემ ჩვენთან განაცხადა, “საქართველოს სტარტაპ სამიტი” საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ქართულ კომპანიებს სილიკონის ველზემოხვედრის საშუალებას აძლევს. მისივე თქმით, წელს კომპანიას ფინალურ ეტაპზე გადასვლა შეუძლია.

 

“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სილიკონისველზე გავემგზავრებით. Awork-ი ამ კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ხოლო წელს ფინალურ ეტაპზეგადასვლის და დადებითი უკუკავშირის მიღების მოლოდინი გვაქვს, მათ შორის ინვესტორებისგან, რადგანბოლო თორმეტ თვეში, კომპანიამ დიდი ზრდა დააფიქსირა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაბათუმის ფაქტორიც, რადგან ასეთი ღონისძიებებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების დატვირთულობაიზრდება, რაც საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების წინაპირობაა”, - განაცხადა გიორგირაზმაძემ.

 

Arena Games — Web3

 

Arena Games-ი ქართული ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ტრადიციული თამაშების დეველოპერებსვიდეოთამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში ეხმარება. ამ დროისთვის, პლატფორმაზე რამდენიმე თამაშიარის დალისტული, რომელთაც ათი ათასობით მომხმარებელი იყენებს. მზარდი პოპულარობის ფონზე, Arena Games-ი კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციებისსამეულში მოხვდა. Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი 500 Global in Eurasia-ს კურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამისგამარჯვებულიცაა.

 

Biliki AI — ტურიზმი

 

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Biliki AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიცრამდენიმე დღის ტურისტული მარშრუტის გეგმას რამდენიმე წამში აგენერირებს. პლატფორმამოსანახულებელ ადგილებს და საკვებ დაწესებულებებს გირჩევთ და მდგრადი, ეკომეგობრულისასტუმროების დაჯავშნის საშუალებას გაძლევთ - ყველაფერი ეს კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის დახმარებით ხდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, პლატფორმის საშუალებით მოგზაურებიტურებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჯავშნიან. ამასთან, ქართული სტარტაპი Google-ის სტარტაპ-პროგრამისწევრიცაა.

 

როგორც Biliki AI-ის თანადამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ გვითხრა, “საქართველოს სტარტაპ სამიტში” და “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში მონაწილეობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანიშესაძლებლობაა, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც კომპანიის ცნობადობის ამაღლებას, ასევე იდეისვალიდაციას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, Biliki AI-ის საერთაშორისოგაფართოების წინაპირობა იქნება.

 

“

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა