მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაიცანით ინდ. მეწარმე ლევან ყანდიაშვილი, საქართველოს ბანკის გათამაშების I ეტაპის მთავარი გამარჯვებული

news image
mbc image

ლევან ყანდიაშვილი საბავშვო მუსიკალური სტუდია leko studio-ს ხელმძღვანელია.  სტუდია კახეთში, ოთხი წლის წინ გაიხსნა და ლევანიც ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სწორედ ამ დროიდან  სარგებლობს.

ყველაფერი 10 მოსწავლით დაიწყო, დღეს კი სტუდია 100-მდე მოსწავლეს აერთიანებს  და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. როგორც მეწარმე აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან მუდმივად უკავშირდებიან და გამოთქვამენ სურვილს, leko studio-ს ფილიალი მათ ქალაქსა თუ რეგიონშიც გაიხსნას.

ლევანი ახლახან საქართველოს ბანკის გათამაშების გამარჯვებული გახდა. მან პირველი ეტაპის მთავარი პრიზი მოიპოვა და ამ სტატიაში სწორედ ამის შესახებ გვიამბობს:

„საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მიმარტივებს ფინანსური საკითხების მართვას როგორც სტუდიის პედაგოგებთან ურთიერთობისას, ასევე მათთან, ვინც ჩვენს სტუდიას
ირჩევს.  გათამაშების შესახებ სწორედ ბიზნეს მობილბანკიდან გავიგე. ბილეთებიც ძალიან მარტივად დავარგოვე, რადგან აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ ხშირად მიწევს. გამარჯვება კი ძალიან სასიხარულო იყო. ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობა ცვლის მთლიანი დღის განწყობას და მომავლის გეგმებს. ამიტომაც სხვა ინდ. მეწარმეებსაც აუცილებლად ვურჩევდი, ჩაერთონ გათამაშებაში“, - ამბობს ლევანი და ფინალური პრიზის მოგების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებსაც გვიზიარებს:

„დიდი ხანია, თბილისში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას, 2025 წლისთვის  კი უკვე ნამდვილად გვექნება თბილისის leko studio. კიდევ ერთხელ გამარჯვების შემთხვევაში, თანხას გამოვიყენებ იმისთვის, რომ თბილისის ფილიალი იყოს განსაკუთრებულად ლამაზი და ფერადი. ასევე, თანხას გამოვიყენებდი მუსიკალური ინსტრუმენტების და ხმის ჩამწერი აპარატურის შესაძენად“, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ მისი ოცნება ისეთი უნივერსალური და თანამედროვე სივრცის შექმნაა, სადაც ყველანაირი შემოქმედებითი და ტექნიკური რესურსი იქნება იმისათვის, რომ ბავშვებმა, და არა მარტო ბავშვებმა, საკუთარი ნიჭის სრულყოფილად რეალიზება შეძლონ.

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება კი გრძელდება. გათამაშების ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით - გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.

გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები  და დაელოდეთ მეორე ეტაპის გათამაშებას ან ფინალს. ყოველთვიურ პრიზებთან ერთად, ფინალში, 13 იანვარს, ინდ. მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მოგების შანსი ეძლევათ. ფინალში სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა