მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაიცანით მიხეილ ლაბარტყავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წელს დაარსდა, არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლების მიღწევების დაფასებას ისახავს მიზნად, არამედ განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას საშუალებასაც აძლევს - კონკურსის მეშვეობით,მასწავლებლები უკეთ იცნობენ ერთმანეთს, კოლეგებს  უზიარებენ საკუთარ აღმოჩენებს, ცოდნასა და სწავლის მეთოდებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

მიხეილ ლაბარტყავა სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრია. მისი საქმიანობა მხოლოდ პედაგოგობით არ შემოიფარგლება და მრავალფეროვან პროფესიულ მიღწევებს მოიცავს. ის ერთდროულად არის გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, USAID-ის ექსპერტი და მრავალი კვლევითი პროექტისა და ინიციატივის აქტიური მონაწილე. ამ ყველაფერთან ერთად, მისი მთავარი ინტერესი მაინც მოსწავლეებთან ურთიერთობაა. ის  სკოლაში ქიმიის პედაგოგადაც მუშაობს.

ცოდნის გაზიარება

ბატონ მიხეილს ბავშვობაში ძალიან კარგი ქიმიის მასწავლებლები ჰყავდა. სწორედ მათ შეაყვარეს ეს საგანი იმდენად, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრება ქიმიას მიუძღვნა. წლების შემდეგ მიხეილი უკვე თავად ცდილობს ქიმიის განსაკუთრებული მნიშვნელობა თავის მოსწავლეებს გაუზიაროს. სკოლაში მისი და მოსწავლეების ინიციატივით, დამატებით საკვირაო გაკვეთილებსაც ატარებენ. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსებში, სადაც ხშირად  პირველი ადგილიც მოუპოვებიათ.

ამჟამად მისი ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნებში, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. მიხეილ ლაბარტყავასთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარი სიხარულიც სწორედ ესაა -  იმის დანახვა, რომ მისი მოსწავლეები ქიმიის მიმართულებით ირჩევენ პროფესიას და წარმატებულ კარიერას იწყობენ.

,,ქიმია ერთ-ერთი ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ბავშვის ცნობისმოყვარეობას აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ამჟამად ჩვენს სკოლაში ოთხი კვლევითი ჯგუფია შექმნილი, სადაც ყველას ცალ-ცალკე სამუშაო აქვს განაწილებული. მასალა, რომელსაც ისინი დამატებით გაკვეთილებზე გადიან, სასკოლო პროგრამას ემთხვევა. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ეს ყველაფერი და იმდენად არიან ჩართული პროცესში, რომ საბოლოოდ კედლის გაზეთიც კი გამოვუშვით - ,,ყოველდღიური ქიმია”. გაზეთი, რომელიც თვეში ორჯერ გამოვა შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც ბავშვებს უკეთ დაანახებს ქიმიის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.“

რატომ არის ქიმია მნიშვნელოვანი

ხშირად ბავშვები ბოლომდე ვერ ხვდებიან ქიმიის საჭიროებას. როგორც ბატონი მიხეილი აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში ჩვენ ქიმიურ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც შეუძლებელია გვერდი აუარო მას. ქიმიას შეუძლია ბევრი სარგებელიც მოგვიტანოს და ამასთანავე, უარყოფითი გავლენაც იქონიოს ჩვენზე. იმისთვის, რომ ბავშვებმა მეტად გააცნობიერონ როგორც ქიმიის, ისე ფიზიკის ბიოლოგიის და სხვა სამეცნიერო დარგების მნიშვნელობა, აუცილებელია, რომ საგანი მეტად ხელშესახები და პრაქტიკული გახდეს. მიხეილის გაკვეთილებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

,,იმისთვის, რომ ბავშვი დაინტერესდეს ქიმიით, აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ოღონდ ამ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვმა დაინახოს რეალური გამოყენება. ჩვენს დამატებით გაკვეთილებზე სწორედ ამას ვაკეთებთ. მაგალითად, მოსწავლეებს ბევრი გაუგიათ c ვიტამინის შესახებ სახელმძღვანელოებიდან, თუმცა სხვა არის, როდესაც c ვიტამინს აფთიაქში ყიდულობ და სულ სხვაა, როცა ამას სხვადასხვა ხილიდან ან ბოსტნეულიდან გამოყოფ. მსგავსი ექსპერიმენტის შემდეგ, მოსწავლემ უკვე იცის, რომ როდესაც ის ამა თუ იმ მცენარით იკვებება, შესაბამის ნივთიერებასაც იღებს.”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

დღეს, მასწავლებლის პროფესია ნაკლებად დაფასებულია იმ შრომასთან და ცოდნასთან შედარებით, რასაც ისინი ყოველდღიურად გასცემენ. თუმცა, ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამსახურებაა, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება. 

,,დაახლოებით ორჯერ მეტ დროს მასწავლებელი  იმის გაანალიზებაში ხარჯავს, თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა, რა და როგორ უნდა გააკეთოს შემდგომში. ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, რომ მასალა მოამზადო, ამოცანები შეადგინო და ა.შ. ეს ყველაფერი დამატებითი შრომაა, რომელიც რეალურად არასდროს ფასდება. მართალია, სკოლაში ყოველდღე მხოლოდ სამი გაკვეთილი მაქვს, თუმცა გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად ხშირად დამატებით 5-6 საათსაც ვმუშაობ ხოლმე.”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2 455 მასწავლებელს გაუწიეს. ახლა აპლიკაციების ტექნიკურად შემოწმება მიმდინარეობს. ივნისის ბოლოს კი მასწავლებელთა ათეული გამოვლინდება, რის შემდეგაც ფინალურ ტურში 5 მასწავლებელი გადავა. 5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

ჯილდოს შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ ვებ-გვერდზე იხილოთ. 

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა