მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაიცანით სპიკერები, რომლებმაც საქართველოს ტურიზმის სამიტზე გამოცდილება გააზიარეს

news image
mbc image

ბათუმში, სასტუმრო “რუმსში” საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართა. „ტურისტერმა“ თავი მოუყარა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ  ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები, გლობალურიდა ადგილობრივი ტენდენციები გააცნო.

შეხვედრებში, ვორკშოპებსა თუ სემინარებში ათობით სპიკერი მონაწილეობდა როგორც გლობალური ბრენდებიდან, ისე ადგილობრივი კომპანიებიდან. ამ სტატიაში კი გიამბობთ რამდენიმე მონაწილეზე, რომელთა პრეზენტაცია ბიზნესის არაერთი წარმომადგენლისთვის შთამაგონებელი იყო

AirDNA

ტურიზმის სამიტს ჯეიმს კინერსლი - AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვისმენეჯერი ეწვია. ჯეიმსი AirDNA-ში შვიდ წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდში მან უძრავი ქონებისგაქირავების სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.

მისი გამოსვლა საქართველოს უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების მონაცემების ანალიზს,არსებულ ტრენდებსა და წარმატების სტრატეგიებს შეეხებოდა.

AirDNA საერთაშორისო დონის მონაცემთა ანალიტიკის კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონებისმოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე არსებული მონაცემების ანალიზს აკეთებს, მათ შორის - ისეთიპლატფორმების შესახებ, როგორიცაა Airbnb-ი და Vrbo.

2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, Airbnb-ზე მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტმა მასპინძელმა 2 მილიარდზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

„რას გვეუბნება Airbnb-ის ეს  გლობალური მონაცემები საქართველოს ტურიზმის ბაზარზე? როგორ შეიძლებაქალაქებმა და ბიზნესებმა აღნიშნული მონაცემები  გამოიყენონ სწორი პოზიციონირებისთვის,ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის?“ - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა AirDNA-ის გაყიდვების დირექტორმა, ჯეიმს კინერსლიმ.

Booking.com

მარინა ბეგლეცოვა Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მენეჯერია რუმინეთისოფისიდან. იგი ზედამხედველობს რუმინეთის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის ბაზრებს -  ქვეყნებს, სადაც Booking.com ადგილობრივიპარტნიორებისთვის კომერციულ მხარდაჭერას ახორციელებს.

მისი საუბრის თემა იყო "მოგზაურობის ტრენდები და სამომავლო პერსპექტივები."

საგულისხმოა, რომ სასტუმროს დაჯავშნის  ნომერ პირველ პლატფორმაზე მსოფლიოში, Booking.com-ზე, 28 მილიონი განთავსების ადგილია რეგისტრირებული. პლატფორმის დახმარებით კი განთავსების ობიექტებსდღემდე 4.5 მილიარდი სტუმარი ჰყავთ მიღებული.

სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა Booking.com-ის  აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მენეჯერმა.მან დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო თუ როგორ იყენებს Booking.com-ი ხელოვნურ ინტელექტსსტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტურიზმში მდგრადი პრაქტიკის დასანერგად.

Exely

Exely-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერმა, ლევან ლეშკაშელმა, ჰოტელიერებს გააცნო მსოფლიოში არსებულ ტრენდები, რომლებიც სასტუმროებს მეტი პირდაპირი ჯავშნის მოზიდვასა და მომგებიანობის ზრდაში ეხმარება.

Exely სტუმარმასპინძლობის სფეროზე ორიენტირებული საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში 5000-ზე მეტ სასტუმროს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 2024 წლის განმავლობაში Exely-ს მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებმა 2.2 მილიონზე მეტი ჯავშანი მიიღეს და საკომისიოების სახით ჯამში $43 მილიონზე მეტი დაზოგეს.

კომპანია ჰოტელიერებს ეხმარება, შეამცირონ დამოკიდებულება OTA არხებზე, მოახდინონ ფასების განაწილების ოპტიმიზაცია, შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ პირდაპირი ჯავშნები და გააუმჯობესონ სამომხმარებლო გამოცდილება. Exely-ს მომსახურება მოიცავს ცნობადობის ზრდას, სასტუმროს დატვირთულობის, რეპუტაციის და შემოსავლის ანალიზსა და მართვას, რასაც გაყიდვების ზრდამდე მივყავართ.

გარდა პრეზენტაციისა, Exely-ის ჩართულობით ჩატარდა ვორკშოპი, სადაც სასტუმროს წარმომადგენლები გაყიდვების მართვის ეფექტურ გზებს გაეცნენ.

Amadeus

ივან პოლტორაცკი Amadeus-ის უფროსი მენეჯერია. მას მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებთანთანამშრომლობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტრატეგიის, კომუნიკაციების და ბრენდებისმენეჯმენტის კუთხით.

Amadeus საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტექნოლოგიურგადაწყვეტილებებს სთავაზობს.  2023 წელს Amadeus-ის გამოყენებით ტურისტულმა სააგენტოებმა 450 მილიონი თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნეს, ხოლო 1 952 000 000 ადამიანმა ჩასხდომაზე რეგისტრაციაგაიარა.

სპიკერმა სამიტზე ისაუბრა, თუ როგორი მოთხოვნაა საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობაზე გლობალური ბაზრებიდან.

კონკრეტულად, მან დამსწეებს გაუზიარა შემდეგი 4-6 თვის განმავლობაში, საქართველოშიმოსალოდნელი  ფრენების  რაოდენობა. ასევე, ძიების ტენდენციები შემდეგი 12 თვის განმავლობაში, მოგზაურთა ქცევა და ტურისტული სააგენტოების სფეროში არსებული მდგომარეობა.

სპიკერებს შორის იყვნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, თათია მამრიკიშვილი, რომელმაც 2024-2025 წლის ტურიზმის მიმოხილვა წარადგინა. გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „უძრავი ქონება და სტუმარმასპინძლობა“. ასევე, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-მა, თორნიკე სამადაშვილმა საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მოიხილა.

ინფორმაციისთვის, ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ამჯერად ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები -  Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა