გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განაგრძობს სტუდენტებისთვის ახალიშესაძლებლობების შექმნას და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა მოტივირებულდა მიზანდასახულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე კურსიდან მიიღონ სწავლის სრულიან ნაწილობრივი დაფინანსება.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფსტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს.
პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზეშეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვითგანიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაცსაქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან.
სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდიოპროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზამიზნებისკენ.
გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ:
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.
სხვა სიახლეები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
27.10.2026.17:37
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის უვადო, სუბორდინირებული, დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.
ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.
„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.
მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, - ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე. ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.
თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოვოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.
მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას - წლის დასაწყისიდან 14 კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.