მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

news image

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება. 

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

2026-2027 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. 

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2026-2027 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

გახდი საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანი სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს. 

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებითისწავლონ.

პროგრამაზე განაცხადების მიღება 2025 წლის 25 ივლისამდე განახლდება. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

19.05.2026.19:47

6 ივლისიდან, თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად).

სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას - საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.

სანდრო თიბისის შემოუერთდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი OTP-ს აღმასრულებლის პოზიციიდან. დღეს იგი OTP Uzbekistan (Ipoteka Bank) -ის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ 5 ბანკში შედის. სანდროს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ის მუშაობდა ლიბერთი ბანკში, სადაც ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას საცალო ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ მან კარიერა უკვე საერთაშორისო მიმართულებით გააგრძელა და მუშაობდა აფრიკულ ბანკ Bayport-ში, სადაც, ციფრული პროცესების დანერგვით მიაღწია საცალო დაკრედიტების მასშტაბურ ზრდას. აფრიკის შემდეგ, ის შეუერთდა OTP ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საბანკო გაერთიანებას, რომლის მთლიანი აქტივები, 2025 წლის ბოლოს 113.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

„სანდრო ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანად  გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურია თიბისის მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში.“ - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა