გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით - Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მე-14 წელია აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.