მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

news image
mbc image

ქართულ საავტომობილო ბაზარზე დინამიკა და მოთხოვნა სწრაფი ტემპით იცვლება, თუმცა ლიდერის პოზიცია უცვლელი რჩება. უკვე სამი ათეული წელია, „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებისთვის არა უბრალოდ კომპანია, არამედ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მანქანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებას ერთ სივრცეში პასუხობს. ამ მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის დასტური გახდა 12 ნოემბრის ისტორიული მაჩვენებელი, როდესაც კომპანიამ 11,000 საბურავი გაყიდა. ერთი დღის რეალიზაცია გასული წლის სეზონის ყველაზე აქტიური თვეების მაჩვენებლებს გაუტოლდა. რეკორდული შედეგი TBC-სთან პარტნიორობით დაგეგმილი სპეციალური ქეშბექ კამპანიის ფარგლებში დაფიქსირდა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილებისა და სერვისების მთავარი ოფიცერი: „ეს შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც მომხმარებლის მაღალ ინტერესს, ისე „თეგეტა მოტორსის“ შესაძლებლობას, ასეთი მასშტაბის მოთხოვნას უმოკლეს დროში უპასუხოს. ამ წარმატების უკან სამი ძირითადი ფაქტორი დგას: რეალური ფინანსური სარგებელი, წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და ჩვენი ძლიერი ინფრასტრუქტურა - ფართო ასორტიმენტი, ფილიალების ქსელი და გუნდის კოორდინირებული მუშაობა.

ქეშბექის ფორმატი შეგნებულად შევარჩიეთ. მსგავსი კამპანიებისას მთავარია არა უბრალოდ ფასის შემცირება, არამედ მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულებისა და გრძელვადიანი ლოიალობის შექმნა“.

გრძელვადიან ლოიალობას კი პასუხისმგებლობა ქმნის, რაც მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებასა და მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას გულისხმობს. სექტორის ლიდერობასაც, კომერციულ მაჩვენებლებთან ერთად, ეს ფაქტორი განსაზღვრავს. სწორედ „თეგეტა მოტორსი“ იყო პირველი, რომელმაც ლეგენდარულ იაპონურ ბრენდთან, Bridgestone-თან, თანამშრომლობით საქართველოში ზამთრის საბურავების ცნება შემოიტანა და უკვე წლებია, საგზაო მოძრაობის კულტურას ნერგავს.



დღეს კომპანიის ბიზნესპორტფელი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტს აერთიანებს. Bridgestone-თან ერთად, მათ შორისაა Michelin, Continental და Pirelli. მნიშვნელოვანია, რომ, პრემიუმთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს შედარებით იაფ, ხარისხიან პროდუქციასაც სთავაზობს და ავტომფლობელებისთვის საიმედო ალტერნატიულ არჩევანს ქმნის. ამ მრავალფეროვანმა შეთავაზებამ და ნდობამ 12 ნოემბერს მძღოლები ერთ მისამართზე შეკრიბა და საქართველომ საბურავები „თეგეტა მოტორსში“ შეიძინა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილებისა და სერვისების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთდღიანი რეკორდები არ არის. გვინდა, „თეგეტა მოტორსი“ იყოს მძღოლის პირველი არჩევანი ნებისმიერი საჭიროების დროს, იქნება ეს საბურავები, აკუმულატორები, ზეთები თუ სერვისი.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სტრატეგია არ არის მუდმივად ყველაზე დაბალი ფასი ან კონკურენცია მხოლოდ ფასდაკლებებით. ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო საერთო ღირებულებას - კონკურენტულ ფასს, ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიულ სერვისს, ხოლო სპეციალური კამპანიები დამატებით ფინანსურ სარგებელს ქმნის.

საბოლოოდ, ამ კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მომხმარებლის ნდობა და ჩვენი გუნდის შესაძლებლობაა, ეს ნდობა რეალურ შედეგში გარდაქმნას. სწორედ ამ გზით ვაპირებთ განვითარებას, მეტი ღირებულებითა და მუდმივი ინოვაციით“.
სპეციალური შეთავაზებები მთელი ნოემბრის განმავლობაში გრძელდება. თვის ბოლომდე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მოქმედებს ფასდაკლებები ზამთრის საბურავებსა და წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, რომელთა შეძენა 129 ლარიდან 3-წლიანი გარანტიითა და უსაფრთხო მონტაჟით არის შესაძლებელი.

20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ანტიფრიზებზე, ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლის მომსახურება კი სრულიად უფასოა. აქციაა ბათუმშიც, სადაც ავტონაწილებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

როდესაც საქმე ავტომობილზე ზრუნვას ეხება, მძღოლებისთვის მთავარი არჩევანი უცვლელია. „თეგეტა მოტორსი“ განაგრძობს იმ სტანდარტის შენარჩუნებას, რომელიც ბაზარზე ლიდერობასა და მომხმარებლის გრძელვადიან ლოიალობას განაპირობებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა