მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაყიდვების 70%-იანი ზრდა - როგორ ვითარდება „ქართული ზეთისხილი“ ადგილობრივ ბაზარზე

news image
mbc image

„ქართული ზეთისხილი“, რომელიც ბაზარზე Geolive-ს ბრენდით ოპერირებს, მიმდინარე წელს მოსავლის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, ზეთისხილის კრეფის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. კომპანიის მოლოდინით, წელს საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 700–800 ტონა ზეთისხილის აღება იგეგმება.

მისი თქმით, მოსავლიანობა ხის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ზეთისხილის ბაღები, ჯამში 100 ჰექტარზე. გარდა ამისა, „ქართული ზეთისხილი“ იბარებს სხვა ფერმერებისა და კომპანიების მიერ მოწეულ ნაყოფსაც და ახორციელებს მის გადამუშავებას. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სხვადასხვა მეპატრონეთა საკუთრებაში დამატებით 2 500 ჰექტარზე გაშენებული ბაღებია.

„ასევე გვაქვს მომსახურება, რომლის ფარგლებში ფერმერები და კომპანიები ჩვენს საწარმოში წურავენ ზეთს და შემდეგ საკუთარ სახელით ყიდიან. თუმცა ბაზარზე დამკვიდრება მარტივი არ არის, რის გამოც მრავალი მათგანი საბოლოოდ მაინც გვაბარებს მოსავალს და პროდუქციას ჩვენს მეშვეობით ყიდის. ამჟამად ჩვენი ზეთისხილის ზეთი იყიდება „კარფურში“, „ფრესკოში“ და „ევროპროდუქტში“. საკუთარ მაღაზიები გვაქვს გორგასლის N77-ში და აბაშიძის N44-ში,“ – აცხადებს ნელი გეთიაშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია მომხმარებელს პირველადი ფასებით მიეწოდება, გაყიდვების ზრდამ კი თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნის აუცილებლობა განაპირობა.

„2025 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, გაყიდვები 70%-ით არის გაზრდილი. უკვე შევნიშნეთ, რომ მომხმარებელმა ისწავლა ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. თავადაც ვუწევთ კონსულტაციებს გაყიდვების დროს და ვუხსნით, რომ ჩვენი ზეთი პრემიუმ ხარისხის Extra Virgin კატეგორიას მიეკუთვნება და პირველადი ცივი დაწურვით მიიღება. ჩვენი პროდუქტის მჟავიანობა არის მხოლოდ 0.2%, რაც იმ დროს, როდესაც Virgin-ის ზეთის მაქსიმალური დაშვებული მჟავიანობა 0.8%-ია, განსაკუთრებული ხარისხის მაჩვენებელია. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელს ჰგონია, რომ ეტიკეტზე არსებული სიტყვა Virgin ავტომატურად ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის - კონტრკეტიკეტზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ზეთის ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს,“ - განმარტავს გეთიაშვილი.

მისივე თქმით, მათი კონსულტაციებისა და შეთავაზებების შედეგად გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნაა საქართველოში გამოყვანილ ზეთისხილის ნერგებზე. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი სანერგე მეურნეობიდან ნერგების ექსპორტი უკვე განხორციელდა აზერბაიჯანში. მიმდინარე წელს სანერგეში 400,000 ნერგი გამოიყვანეს, რომელთა რეალიზაცია შემოდგომაზე დაიწყება. ზეთისხილის გადარგვის სეზონი კი ნოემბრიდან იწყება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა